ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შესნი ბუფონზე და პირად მიზნებზე..

ვოიცეხ შესნიმ BBC-თან საუბარში საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“პირველი აზრი რომელიც იუვენტუსში გადასვლის წინ გამიჩნდა იყო ასეთი:”მოდი ახლა ორ ნაბიჯს უკან გადავდგავ, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდება”.. რეალურად კი ეს იყო ერთი უმნიშვნელო ნაბიჯის უკან გადადგმა.. სათადარიგოზე ყოფნა იოლი არ არის, მაგრამ იმ სეზონში 21-ჯერ მომიწია მინდორზე გამოსვლა, რაც მერწმუნეთ მეორე მეკარისთვის ურიგო ციფრები არ არის.

სამაგიეროდ მთელი წლის მანძილზე მქონდა ბედნიერება, მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გვერდით ვყოფილიყავი.. მესწავლა და თვალყური მედევნებინა მისთვის.. როგორ საუბრობდა მცველებთან არამარტო მინდორზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.. ბუნებრივია ჯიჯისთან ერთად, შენი მოთხოვნებიც საკუთარ თავთან მატულობს და უკვე სხვა სტანდარტებზე ადიხარ, რათა არ ჩამორჩე..

ბევრ კითხულობს შევძლებ თუ არა მის ასაკამდე თამაშს.. მეცინება.. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ ჯიჯი რა მსხვერპლზე მიდიოდა საწვრთნელი სესიის დროს, რომ ეს ფორმა შეენარჩუნებინა.. დიახ, 25 წლის რომ ხარ ყველაფერი მარტივია, მაგრამ 35 წლის ფეხბურთელისთვის ყოველი ასეთი დღე არის მსხვერპლის გაღება.. პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ ვარ მათ რიცხვში. შესაბამისად კითხვა ვიქნები თუ არა მომავალი ბუფონი უარყოფითია.. ჩემი საქმე არის ბურთების მოგერიება, რომელიც კარისკენ მოდის.

იოლი არ იყო ასეთი სტარტის გაკეთება.. თქვენთვის შესაძლოა მარტივია და ფიქრობთ, რომ ჩვენ ფეხბურთელები ასეთ დასაწყის ველოდით, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.. თავის მხრივ სერია ა-ში თუ იმ თამაშს ვაჩვენებთ რაც ვიცით, ბუნებრივია იუვეს დამარცხება წარმოუდგენელი ხდება. ჩემპიონთა ლიგაზე კი გვქონდა ერთი რთული და ერთი იოლი საშინაო მატჩი.

ჩემი სურვილია განვაგრძო კლუბთან ერთად ტიტულების მოპოვება.. არ მსურს იმ კოლექტივის ნაწილი გავხდე, რომელმაც ჩემპიონობა მრავალგზის მოგების შემდეგ ხელიდან გაუშვა..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x