ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელის წერილი იუვენტუსის აქციონერებს..

გთავაზობთ ანდრეა ანიელის მიმართვას აქციონერებისადმი, რომელთაც ბიანკონერის პრეზიდენტმა გავნლილ და მომავალ გეგმებზე ინფორმაცია გააცნო:

ძვირფასო იტალიის ჩემპიონებო!

ბიუჯეტი რომელიც ახლა უნდა განიხილოთ და დაამტკიცოთ, ეკუთვნის გუნდს რომელმაც უკანასკნელ წლებში მოახერხა სრული დომინირება შინაურ ასპარეზზე და დამსახურებულ ადგილს იკავებს ევროპის ტოპ კლუბებს შორის.

2010-2018 წლისთვის გუნდმა მოახერხა ჩვენს დიად მუზეუმში კიდევ 14 სხვადასხვა ტიტულის მოთავსება. 7 სკუდეტო რომელიც ისტორიულია და ჯერ კლუბი არ არსებობს აპენინებზე, რომელიც მსგავსი შედეგით დაიტრაბახებდა.. მერწმუნეთ ჩვენი კლუბის ისტორიაში ეს პერიოდი ოქროს ასოებით ჩაეწერება და თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები ხართ! უდაოდ რეკორდულია ზედიზედ 4 იტალიის თასი და სამი სუპერ თასი!

დღევანდელი ადმინისტრაცია მზად არის განაგრძოს მოგებათა ციკლი, როგორც შინაურ ასპარეზე ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც.. ეს არის ტურნირი რომლის მოპოვებასთან ახლოს ორჯერ ვიყავით.. ხოლო ორ პლეი-ოფის შეხვედრაში მარცხი უკანასკნელ წამებზე ვიწვნიეთ.

ზუსტად 5 წლის უკან დავისახე მიზნად, რომ კლუბის წლიური ბრუნვა 300 მილიონ ევროს შეადგენდა.. მინდა გითხრათ, რომ ახლა ეს ციფრი უკვე 400 მილიონი ევროა! ამ შედეგით ჩვენ უკვე შევედით ევროპის ტოპ კლუბებს შორის.

თუმცა, 4 წლიანი ოპერაციული მოგების და სამ წლიანი პლიუს ბალანსის შემდეგ, 2018 წლის სეზონი მცირედი წაგებით დავასრულეთ. ამ ყველაფერმა საკრედიტო ხაზისადმი ვალდებულების შესრულება მცირედით გაართულა. საერთოდაც რეგიონალური საშემოსავლო გადასახადები საფეხბურთო სტრუქტურას დიდ თავისტკივილს სძენს. გაუმჯობესებისკენ მიმართული სამუშაოები შეჩერებლივ უნდა წარიმართოს.

დღეისათვის იუვენტუსი მსოფლიოს მოწინავე კლუბებს შორის იმყოფება და ცალსახად ვალდებულია ეს პოზიცია მინიმუმ შეინარჩუნოს და უკეთეს შემთხვევაში გაიუმჯობესოს. რადგან, ახლა შეჩერება და სადავეების ხელიდან გაშვება ხანგრძლივ პრობლემებს გამოიწვევს.. ამის ცუდი გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც 15 წლის წინანდელი პრობლემების შემდეგ გუნდი დიდხანს ბრუნდებოდა და საკმაო რესურს ხარჯავდა.

მომდევნო ექვსი წლის მანძილზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავლის ფეხბურთზე საუბარი ფიფას, უეფას და სხვა ქვეყნის ფედერაციებთან. ფაქტია, სპორტის ეს სახეობა სულ უფრო და უფრო უკონკურენტო ხდება და ბიზნესმენები თამამად რისკავენ მნიშვნელოვანი ინვესტირების განხორციელებას.

დიახ, ჩვენი გუნდი შეხვედრებს იტალიაში და ევროპაში გამართავს, მაგრამ ბაზარი გვავალდებულებს კომერციული საქმიანობა მთელს მსოფლიოში განვახორციელოთ და რაც შეიძლება მეტი სპონსორის ჩართულება მოვახდინოთ.

იტალიური ფეხბურთი ბოლო ხანებში კრიზისის განიცდიდა და უშედეგოდ ცდილობდა ჩამორჩენის აღმოფხვრას კონკურენტ ჩემპიონატებთან. თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა იმედის სხივი დაბადა. ამას ერთვის ლეგა სერია ა-ს სათავეში გაეტანო მიკიკეას დანიშვნვა, რომელმაც ის ფინანსური მიმართულებები შექმნა, რაც ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო და აპრობირებულია დანარჩენ ქვეყნებში.

თუ ჩვენ გვსურს იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება, წინ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოგვიწევს.. რომელიც ბუნებრივია ლიგის სტრუქტურას და სადისციპლინო საკითხებს ეხება.. ჩვენ სწორი მიმართულებით დავიწყეთ სიარული და აუცილებელია ამ გზას ბოლომდე გავუყვეთ.

Fino alla fine, ანდრეა ანიელი!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Maradona73
Maradona73
5 years ago

მადლობა დავით!

კარგი სტატიაა, სერიოზული თარმნით. :up:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

და ისაა მაგარი სულ სრულყოფილებისკენ რო ისწრაფვის.სულ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება აქვს რაც მოტივაციას და ჟინს მატებს არამარტო მას არამედ მთლიანად იუვენტუსს და აქ უმოტივაციო და უჟილკო ფეხბურთელი ვერ გაჩერდება.ძალიან მაგარი ხოდი იყო რონალდოს ყიდვა ამ ეტაპზე იმიტომ რომ ვარსკვლავების ნაკლებობას იუვე არ განიცდიდა,წლიდან წლამდე ვითარდებოდა და ზუსტად რონალდოსნაირი კაშკაშა ვარსკვლავი და უდიდესი მოტივატორი აკლდა მოედანზე რაც ყველა ხედავს თუ როგორ ხოდზეა დღეს იუვე და ფორმის პიკს რო მიაღწევს დარწმუნებული ვარ მაფია თუარ ჩაერია ამ წლიდანვე დაიწყება იუვეს დომინანტობა ევროპაში.მე ვალენსიას მატჩზე ვწერდი რომ მიუხედავად იმისა რომ მესტალიაზე რეალი და ბარსა ვერ იმარჯვებს(დღევანდელი მაგალითი ავიღოტ,კიდე ვერ მოიგო ბარსამ მანდ)მაინც ვთქვი რომ იუვე… Read more »

d a v i d
5 years ago

:juvee:

ბენიამინ

მადლობა კარგი სტატიისთვის!

:forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ასეთი გულანთებული პრეზიდენტის ყოლა მართლა დიდი ფუფუნებაა. ფოცა ანდრეა. ერთი სავიჩი დადეთ და მერე გამოზარდეთ ის ნიჭიერი ახალგაზრდები რაც განათხოვრებული გვყავს.

poti
5 years ago

ანიელი საჩუქარია,წარმატება თავიდანბოლომდე მისი დამსახურებაა

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

მაგარი ხარ აბა რა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x