ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი შეფასებებს აქვეყნებს

გთავაზობთ ტუტოსპორტის შეფასებებს:

შესნი – 6 – შეიძლება ითქვას, რომ კარგი კარდიო გამოუვიდა.. რამდენიმეჯერ მოუწია კარის დატოვება, ისიც საჰაერო ბურთის მოსაპოვებლად და დანარჩენ შემთხვევაში უსაქმოდ იდგა.

კანსელუ – 7.5 – ეს იყო შეხვედრა, სადაც ჟოაო პროდუქტიული იყო როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში.. მისი გადაცემა ბენტანკურზე გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებს!

ბონუჩი – 7 – უსაზღვროდ კონცენტრირებული.. არანაირ შანს არ უტოვებს მეტოქეს და რამდენიმეჯერ საფირმო გრძელ გადაცემასაც ახორციელებს.

კიელინი – 7 – უდინეზეს შემტევები, ნახევარმცველები და მცველები ვერაფერს გახდნენ იმ კედლის წინააღმდეგ, რომელიც ამ საღამოს კიელინიმ აღმართა.

ალექს სანდრო – 7 – მისი მხრიდან შეტევების განხორციელება იმაზე მეტი იყო ვიდრე წინა შეხვედრაში, თუმცა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მისი მხრიდან უკანა ხაზში ასპარეზობას. ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში რაც შესნი კართან შეიქმნა, სწორედ მან გაანეიტრალა სიტუაცია.

ბენტანკური – 7 – პირველი გოლი ტურინულ კარიერაში.. თამაშით კი რა უნდა ითქვას.. საიმედოა და არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს. სამ ნახევარმცველში იდეალურად ირჯება.

პიანიჩი – 6.5 – როდესაც მეტოქე დიდი ძალებით იცავს თავს, მირალემი შორეული დარტყმებით ცდილობს მეტოქის ზღუდეების გარღვევას.. ერთ ეპიზოდში უხეშად კარგავს ბურთს, რის გამოც ალეგრისგან ყვირილის შესაბამისი დოზა მიიღო.. თუმცა, შემდგომ 7-ჯერ ახერხებს ბურთის მოპოვებას და გარკვეულწილად შეცდომის გამოსწორებას.

მატუიდი – 6.5 – ფრანგი აშკარად გადაღლილია.. მისი გადაცემები არ იყო ხშირ შემთხვევაში იდეალური.. სპრინტერული ჩართვები და ჩაჭრები გასულ შეხვედრაში უფრო მეტი იყო.. სწორედ ამიტომაც ალეგრი დასვენების საშუალებას აძლევს და მეორე ტაიმში მინდორზე ემრე ჯანს უშვებს, რომელსაც ტუტოსპორტმა 6.5 დაუწერა. გერმანელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.. იყო ნაყოფიერი დაცვით კომბინირებაში და შეტევაშიც ცდილობდა პარტნიორების დახმარებას.

დიბალა – 7.5 – არგენტინელი ჩვეული ელასტიურობით გამოირჩევა. ნაყოფიერად მოძრაობს ზონებს შორის და დიდ პრობლემებს უქმნის უდინეზეს შუახაზს-დაცვის ხაზთან ერთად. ტრიო მანჯუკიჩი – რონალდუ – დიბალა ეტაპობრივად იკრებს ძალას და მეტოქისთვის მომაკვდინებელი ხდება. დიახ, ამ შეხვედრაში ვერ გაიტანა, თუმცა მისი როლი ამ წარმატებაში ძალზედ დიდია.

ბერნარდესკი (შეცვლაზე შემოვიდა) – 7 – მომენტალურად ერთვება შეხვედრაში და კომბინირებს კანსელუსთან მარჯვენა ფლანგზე. აკეთებს მახვილგონივრულ გადაცემას მანჯუკიჩზე.. ათამაშებს ბურთს რონალდუსთან, თუმცა მისი დარტყმული უდინეზეს მეკარემ მოიგერია.. საიმედოა დაცვით მანევრებში და ამ ყველაფრს მისთვის ჩვეული ღიმილით ახორციელებს.

მანჯუკიჩი – 6.5 – მანამ სანამ სკუფეტი საოცარ ბურთს მოიგერიებდა, მანამდე მარიომ რონალდუზე იდეალური გადაცემა გააკეთა და პორტუგალიელმა ამჯერად მისი საჩუქარი გოლად ვერ გარდასახა.. ასევე აღვნიშნოთ თავური გადაცემა პარტნიორზე, ბრძოლა და ყვითელი ბარათიც რომელიც მსაჯს გამოსტყუა.

რონალდუ – 8 – წინა ხაზში ყველა წერტილიდან ცდილობდა მეტოქისთვის ხიფათის შექმნას. გაიტანა და მეტიც შეეძლო.. გადაცემებიც არიგა და უკანასკნელ წამამდე დაგეშილი იყო ანგარიშის მეტად გაზრდაზე.

ალეგრი – 7 – ეს საოცარი იუვენტუსია.. იგი წამით არ ჩერდება.. სულ შეტევაზეა ორიენტირებული რა ანგარიშიც არ უნდა იყოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს პიატეკი ვინაა რა დღეშია

vaxo wenguashvili
paulo 10
5 years ago

იუვენტუსს 2003 დან ვგულშემატკივრობ და ესეთი ძლიერი გუნდი მე პირადად არ მახსოვს

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

maradona73
5 years ago

კანსელუს ყურება ერთი სიამოვნებაა რა, განსაკუთრებით დეშილიოს მერე.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  maradona73

უსისხლო დე შილიომ მოირჩინა ტრავმაო და ახლა ხომ ვიცი ალეგრისი კანსელოს დასვენებას გდაწყევს და მაგის ზოზინს გვაყურებინებს, ტიპს მგონი ძარღვებში სისხლი ვაფშემ არ აქვს ))))

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x