ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი პოგბაზე, სავიჩზე, რონალდუზე და მაროტაზე..

ტუტოსპორტი ფაბიო პარატიჩის დაუკავშირდი და რიგ საკითხებზე ესაუბრა:

“პოგბასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა.. სიმართლეს გეტყვით ჩვენ მას გამორჩეულად ვაფასებთ და ძალიან გვიყვარს.. მაგრამ წასვლის წამიდან დაწყებული ფრანგის უკან დაბრუნებაზე არც კი დავფრიქრებულვართ..

მილინკოვიჩ-სავიჩი თავის მხრივ ძლიერი ფეხბურთელია.. ყველა ძლიერი მოთამაშე ჩვენს თვალთახედვის არეში იმყოფება, მაგრამ სერბი ლაციოს წევრია და არც მასთან ან კლუბთან მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს..

მაროტას წასვლა ჩემთვის დიდი დანაკლისია.. უკანასკნელი წლების მანძილზე იგი მე ნამდვილი მამასავით მეპყორობოდა.. სრულებით არ გამიკვირდება თუ ბეპე კარიერას ინტერში განაგრძობს.. რადგან იგი ბოლო ათწლეულის საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერია!

დიახ, ახლა ჩემი პასუხისმგებლობა გაიზარდა. თუმცა, კულისების მიღმა მყოფი კლუბისთვის ასევე ვიხარჯებოდი.. საერთოდაც გეტყვით, რომ ტურინის დატოვებაზე არასდროს არ მიფიქრია. მე შეყვარებული ვარ იუვენტუსსზე! აქ მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და კლუბის გასაძლიერებლად ყველაფერს ვიზავ!

რონალდუს სიტუაციაზე უკვე გავაკეთე კომენტარი.. ჩვენ – მთელი კლუბი მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. რაც შეეხება მისი გაფორმების ისტორიას, ეს საკმაოდ ადვილად განხორციელდა.. გაჩნდა თუ არა შესაძლებლობა დავუკავშირდით და ჩვენი პროექტი გავაცანით.. რეალთან კი პორტუგალიელს ჯელტმენური შეთანხმება ჰქონდა, რომელმაც მადრიდელებთან საერთო ენის გამონახვა იოლი გახადა.

ბევრი ამბობს რომ რონალდუსთან ერთად იუვენტუსი ლიგის ფავორიტი გახდა.. თუმცა, ყველას ავიწყდება რომ ჩვენ აქამდეც არაჩვეულებრივად ვასპარეზობდით და ორჯერ მოვახერხეთ ლიგის ფინალში გასვლა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მაროტასი გამოყვა ამას…აი ამაშია მთელი საიდუმლო როცა რამეს უარყოფენ ეს პირიქით ნიშნავს რო მასზე მუშაობენ…ნაცნობი ჟესტია იუვეს ბოსებისგან

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მაშინ ამ ზამთარში რაბიოს უნდა ველოდოთ, ზაფხულში კიდე სავიჩის ტრანსფერს. :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

წელს ან არასდროს და თუ წელს მაშინ ყოველ წელს :forza:

maradona73
5 years ago

:up: :mrgreen:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ნუ ამბობ ძმაო გთხოვ სიტყვას არასდროს იუვე ბალეშიკი რა წელს ლიგა იქნება

d a v i d
5 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x