დელ პიერო იგუაინზე..
ალესანდრო დელ პიეროს მოსაზრებით გონსალო იგუაინი ნაწყენი და გაბრაზებულია ტურინულ კლუბზე:
“ვფიქრობ, პიპიტა იუვეზე კბილებს ილესავს იმ ფაქტის გამო, თუ როგორ მოუწია ტურინის დატოვება, მიუხედავად იმ პროდუქტიული სეზონებისა რაც მან შავ-თეთრთა რიგებში გაატარა.
მისგან ეს აგრესია შორიდანაც იგრძნობა.. შეხედეთ გატანილ გოლებს როგორ აღნიშნავს.. როგორ ემოციურად იქნევს ხელებს და როგორ მირბის თითოეულთან მის აღსანიშნავად.. სიტყვამ მოიტანა და იგი წელს შეუდარებელია!”
ნაპოლშიც და მილანშიც იმიტომ ჩანს ძაან ძლიერი რომ ეგ გუნდები ტოპ ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდიან (დიდი იმედი მაქვს მილანი ისევ ისეთი ვარსკვლავური გახდება.ძალიან მინდა და გახდება კიდეც,ჩვენ გვახსოვს იუვეს რამდენი წელი დაჭირდა აქამდე რომ მოსულიყო)ტაკ შტო არავინ ჩატვალოს ის თითქოს მაგ გუნდებში უფრომაგრად თამაშობს.დაფიქრდით დღევანდელ მილანში და მაშინდელ ნაპოლში იგუ ერთი თავით მაღლა დგას სხვა ფეხბურთელებზე რაც იუვეს ფეხბურთელებზე ვერ იტყვი
ის ფაქტი რომ ნაპოლი და მილანი ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდიან და გონსალოს მაინც ასეთი კარგი შედეგი აქვს ეს მის მაღალ კლასზე მეტყველებს და არა იმაზე რომ შენ მიერ ნახსენები კლუბები ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდიან ძალიან მაგარი ფორვარდია იგუაინი