მარკიზიოს მამა:”მისი გული შავ-თეთრია!”
კლაუდიო მარკიზიოს მამამ შვილის საფეხბურთო ყოფაზე ისაუბრა:
“მისი გული შავ-თეთრია.. იუვენტუსის მიმართ უსაზღვროდ დიდ ნოსტალგიას განიცდის, რაც ბუნებრივია.. უფრო უცნაური იქნებოდა, რომ ეს გრძნობა არ ჰქონოდა.. იცით, მან 2017 წელს მილანს უარი უთხრა.. მილანს რომელმაც ამჟამინდელი ანაზღაურების გაორმაგებას სთავაზობდა და ეს ყველაფერი იმ მაისურის გამო, რომელსაც არასოდეს შორდებოდა.
მესმის ყველაფერი.. ტურინში ცვლილებების დრო დადგა.. არავინ არის შეუცვლელი.. მათ ახალი, ამბიციური პროექტი აქვთ, რომელსაც შესაბამისი საკადრო ცვლილებები ესაჭიროებოდა. თუმცა, დღეს რომ კლაუდიო ისევ იუვეს წევრი ყოფილიყო დამიჯერეთ მასსზე ბედნიერ ადამიანს ალბათ ვერსად ვერ ნახავდით.
მეორეს მხრივ მოხარული ვარ როდესაც მას ვუყურებ.. ზენიტი ამბიციური გუნდია.. ლიდერობს საკუთარ ჩემპიონატს და ჩემი შვილი თავს კარგად გრძნობს. ქუჩაში ხშირად აჩერებენ და ავტოგრაფს თხოვენ, ეს კი მარკიზიოსთვის მნიშვნელოვანი რამ არის.. იგი ყოველთვის იძახის, რომ ფეხბურთი სწორედ გულშემატკივრების ხარჯზეა ასეთ გამორჩეულ საფეხურზე და შესაბამისად მათ მიმართ მუდამ მოკრძალებულად უნდა ვიქცეოდეთ.
აქამდე პეტერბურგში არ ვყოფილვარ და მისმა სილამაზემ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იგი გარკვეულწილად პარიზსაც კი ჰგავს, ოღონდ უფრო მეტად ცივია.. სტადიონი კი უდაოდ თანამედროვე სტანდარტის სრული დაცვით არის.. იმედი მაქვს იგი ზედიზედ მერვედ მოახერხებს ქვეყნის ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებას, ამჯერად რუსეთში..”
სირცხვილია უბრალოდ ამას რომ ხედირაზე მეტად რომ დააფასებ. უბრალოდ რომელ კომპონენტში არ ჯობია ხედირას ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე
ხედირასავით ალეგრის არ აძლევს
ეჭვი მაქვს პირიქით არ ხდებოდეს ეგ ამბავი
ხედირას ადგილი მოიძებნა იუვეში და მარკიზიოს ადგილი არ მოიძებნა?
ხედირა უფრო დიდია ვიდრე მარკისიო ხედოს უსარგრბლობა გულის ყურიტ ეკიდებიტ და ის გინდატ გუნდსი ვინც სეზონში თIთქმის ნახავარს ტოვებს ეხლა ტუ მარკზიოს დანაკლისს ვერ ხედავს ვერცერტი გულშემატკიბრები,ეხლა ჯუვეს იგბალი ტუ უმტყუნებს ტორე ჩვენი მომგები დზნელია ივარაუდო FOრზა ჯუვე ფინო ალა ფინე.მინიმუმ რეალს უნდა მუვუგოტ ტუ გადაგვეყარა ტორე კაპოტ ჯუვე EHD რონალდო