ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო იუვეზე, დიბალაზე და ბერნარდესკიზე

ალესანდრო დელ პიერო არასოდეს უშვებს შანს ხელიდან იუვენტუსის თაობაზე ისაუბროს:

“წლევანდელი სეზონი საინტერესოდ დაიწყო.. მიუხედავად იმისა, რომ იუვე ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიიწევს წინ, სხვების ჩამოწერა არ შეიძლება.. იგივე ნაპოლი და ინტერი ვფიქრობ მზად არიან ბოლომდე გაუწიონ ტურინს კონკურენცია.

თავის მხრივ იუვენტუსი წელს მართლაც საოცარია პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.. ისინი არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებენ და თითოეულ მეტოქეს ცივსისხლიანად უსწორდებიან..

შემტევები? ახლა მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მინიმუმ ორ მათგანს თამაშის დაწყება სათადარიგოთა სკამზე უწევს.. თავადაც ხვდებით რაოდენ დიდია კონკურენცია..

დიბალა? ბევრი კრიტიკა მოხვდა, თუმცა საბოლოო ჯამში მან მოახერხა რთული პერიოდის უკან დატოვება. არგენტინელმა გამოამჟღვნა რომ შესანიშნავ ტექნიკასთან ერთად რკინის ნერვებიც გააჩნია.. დარწმუნებული ვარ წლევანდელ სეზონში იგი გუნდს ფუნდამენტურ დახმარებას გაუწევს..

ბერნარდესკი? ფლორენციაში ეს იყო კარგი მარჯვენა გამოკვეთილი ფორვარდი.. უწევდა მხოლოდ შეტევა და დიდად გუნდს დაცვაში არ ეხმარებოდა.. ის პროგრესი რაც მან იუვეში მოსვლის შემდეგ განახორციელა შთამბეჭდავია.. მისი საოცარი ფეხბურთით ახლა არამარტო იუვეს ტიფოზერია, არამედ სრულიად იტალია უნდა ხარობდეს.. შესაძლოა სწორედ ასეთ ფეხბურთელებშია კრიზისიდან დაძლევის საიდუმლო”..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x