ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიეგო ტრისტანის ემოციური ინტერვიუ იტალიურ ფეხბურთსა და იუვენტუსსზე..

ვფიქრობ, არიან ადამიანები რომლებსაც ლაკორუნიის დეპორტივო ნეგატიურად ან პოზიტიურად ახსენდებათ..

ესპანური გუნდი ერთი პერიოდი ევროპული გრანდებისთვის შიშის მომგვრელი იყო, რადგან როი მაკაი, ხუან ვალერონი და დიეგო ტრისტანი არავის ინდობდნენ..

დრო გავიდა და დეპორტივო დღეისათვის პრიმერა დივიზიონში ხან არის ხან ვარდება, ხან დაბრუნებისთვის იბრძვის და ასე შემდეგ.. გუნდის დიდების დრო ერთი სიტყვით წავიდა, მაგრამ მის ვარსკვლავებს კარგად ახსენდებათ განვლილი პერიოდი და სხვათაშორის იუვენტუსსთან დაპირისპირებებიც..

ჟურნალისტები დიეგო ტრისტანს დაუკავშირდნენ, რომელმაც იუვეზეც ისაუბრა:

“არ დაგიმალავთ და სერია ა ყოველთვის მიზიდავდა.. ეს იყო ჩემპიონატი, სადაც შენ მცირე ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მოგცემდნენ.. ესპანეთში თამაში უფრო იოლი იყო, რადგან თავისუფალ სივრცეს ყოველთვის ნახავდი და მერე უკვე ყველაფერი ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული..

ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვღებულობდი აპენინელებთან დაპირისპირების დროს.. მილანი, იუვენტუსი.. ეს ორი ხომ ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია იტალიური ფეხბურთის.. გუნდები, რომლებიც უკან ნაბიჯს და არ დგამენ.. ყოველთვის არიან მზად იბრძოლონ და შენი სუსტი ადგილი მონახონ.. თუ გაუძლებ, მაშინ ვფიქრობ შენში რაღაც ახალი წარმოიქმნება და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის..

ყველაზე მტკივნეული მარცხი ლიგაზე? მახსოვს დელა ალპიზე ბოლო წამებში როგორ დავმარცხდით ტუდორის გოლით.. მაშინ ჯგუფში ისეთი სიტუაცია იყო, რომელიც იუვეს წისქვილზე წყალს არ ასხამდა.. მატჩი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა როდესაც ამ გოლიათმა ყუმბარისებული დარტყმით იტალიელებს სამი ქულა მოუტანა.. საერთოდაც იუვესთან მატჩი ყოველთვის საინტერესო იყო..

მქონდა თუ არა შანსი სერია ა-ში მეთამაშა? იუვესთან ერთ-ერთი წარმატებული თამაშის შემდეგ ჩემთან ლუჩიანო მოჯი მოვიდა, რომელმაც შედეგი მომილოცა და იტალიაში გადაბარგებაზე მესაუბრა.. მაშინ ეს სერიოზულად არ აღმიქმია, მაგრამ უკვე მომავალ კვირაში აგენტმა დამირეკა და ვარიანტი გამაცნო..

თანახმა ვიყავი დელ პიეროს, ტრეზეგეს და ნედვედის გვერდი გვერდ მოედანზე გამოსასვლელად, მაგრამ დეპორტივოს მიტოვებაც საოცრად მიჭირდა.. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე.. ქალაქში ხმები მალევე გავრცელდა და ქუჩაში გასვლისას ყველა მთხოვდა, რომ მათი გუნდი არ დამეტოვებინა.. ეს ძალიან ემოციური იყო და სწორედ ამიტომაც იუვეს წინადადებაზე უარი ვთქვი..

წლების შემდეგ გაორებული გრძნობა მაქვს დარჩენილი.. დიახ, შემეძლო საოცარ გუნდში მეთამაშა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას წერდა, წერს და მომავალშიც დაწერს, თუმცა დეპორტივო ერთი დიდი ოჯახი იყო.. მისი მიტოვება ჩემში გარკვეული ნაწილის მოკვლას გამოიწვევდა და უბრალოდ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი..

დღევანდელი იუვე? საოცრად კარგია.. გამოვარჩევდი თუ არა ვინმეს? რთულია.. აქ საოცარი ტექნიკის პატრონი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი.. ბუნებრივია რონალდუსთან ერთად გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახდა.. გაიზარდა თავდაჯერებულობა და ახლა უკვე შეიძლება ლიგაზე სერიოზულადაც გაიწიონ.. ვგულისხმობ საბოლოო გაწევას, რაც თასის აღმართვით უნდა დასრულდეს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს ფაბიანსკის ზამენა იუვეს ძირითადის მეკარე და ბუფონის მემკვიდრე რა პონტშია? :დ:დ

Bianconeri.10
5 years ago

2005ში რა გუნდიც იყო,იმათი მოსაგებიც ამათმა უნდა მოიგონ ინტერის ჯინაზე )) 2-3 ლიგა გვინდა უახლოეს 5 წელიწადში სანამ ეს გუნდი დაიშლება ))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ძაან მაგარი გუნდი იყო დეპორი და დასანანია ასეთი გუნდები რო ქრებიან.იმედია ეს გუნდი თავის დიდებას დაიბრუნებს

Levani777
Levani777
5 years ago

დათო რო შემოხვალ შემეხმიანე

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x