ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი:”ჩვენს წინაშე განსაკუთრებული იუვენტუსია”

წარსულში ბიანკონერის ნახევარმცველმა ალესიო ტაკინარდიმ ბიანკონერიში მიმდინარე პროცესებზე და კონკრეტულად პაულო დიბალაზე მცირე კომენტარი გააკეთა:

“ბოლო ხანებში ყველა მეკითხება ეს იუვენტუსი უფრო ძლიერია თუ ის, რომელმაც ზედიზედ სამი ესპანური კლუბი ერთმანეთზე დააწვინა და ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა 2003 წელს მილანის წინააღმდეგ..

მაშინ ძლიერი გუნდი გვყავდა.. დელ პიერო, ტრეზეგე, ნედვედი, ძამბროტა, კამორანეზი საოცარ ფორმაში იმყოფებოდნენ.. მაგრამ დღეს ფეხბურთი უკვე სხვა სიჩქარეზეა ასული.. აუცილებელია ძლიერ შემადგენლობასთან ერთად, რეზერვიც მაღალი დონის გყავდეს..

შეხედეთ ალეგრის გუნდს.. არ არის გამორიცხული მაღალი კონკურენციის გამო სათადარიგოთა სკამზე პაულო დიბალა დაჯდეს.. ფეხბურთელი რომელიც პირადად მე ნეიმარის და მბაპეს შემდეგ მომავალ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის შემყავს. არგენტინელის ნიჭი უსაზღვროდ დიდია, მთავარია ეს ენერგია სწორი მიმართულებით განავითაროს და ვფიქრობ ალეგრი ამისთვის ყველაფერს იზამს..

შესაბამისად წლევანდელი იუვენტუსი ვიტყვი, რომ ყველაზე დაბალანსებულია გასულ წლებთან შედარებით, რისი დამსახურებითაც თავისუფლად შეუძლია ერთბაშად სამივე ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლა..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x