ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი რონალდუზე და სხვა საინტერესო თემებზე

ანდრეა ანიელიმ ტრენტოში სპორტის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“რონალდუს ტრანსფერის დროს გუნდის ორი დეპარტამენტი ერთ მუშტად შეკრული მუშაობდა.. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტული და კომერციული განყოფილებები ერთი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის გაერთიანდნენ.

სპორტული თვალსაზრისით პორტუგალიელმა თავდაჯერებულობა და მნიშვნელოვანი მახასიათებლები შეგვძინა, ხოლო კომერციული კუთხით მეტი შესაძლებლობები. მთელ სამყაროში ბავშვებს სუპერ გმირების ხილვა სურთ, ხოლო კრიშტიანო საფეხბურთო თვალსაზრისით ზუსტად ასეთი ფიგურაა.. იგი ეხმარება იუვენტუსს როგორც ბრენდს სხვადასხვა ტერიტორიაზე მეტ პოპულაირეზებაში..

მეორეს მხრივ ჩვენ მხოლოდ რონალდუ არ ვართ.. იუვენტუსი ძლიერი ფეხბურთელებისგან შემდგარი კოლექტივია! ჩვენი პროგრესი უნდა ფასდებოდეს 2010 წლიდან.. ახლა ყველას მარტივად ეჩვენება მეგა ტრანსფერების განხორციელება იუვეს მხრიდან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ საიდან დავიწყეთ ამის შენება..

ვთამაშობ თუ არა ფეხბურთს? დიახ, მეგობრებთან ერთად და ჩვენ გარკვეულ ტურნირზეც კი ვიღებდით მონაწილეობას.. ენთუზიაზმი ფარავდა ჩემს ტექნიკურ შესაძლებლობებს.. გარკვეულწილად კიელინის ცუდი ვარიანტი შეიძლება დამიძახოთ.. მცველად ვთამაშობდი და ერთ შეხვედრაში მოედნიდან სკოლის მოსწავლესავით გამაძევეს.

ვიდეო რეფერის ტექნოლოგია არის აუცილებელი და ჩვენ წარსულზე უარი უნდა ვთქვათ. ყველა ქვეყანა ერთმანეთის წინაშე თანაბარია. თუ გვსურს საფეხბურთო სამყაროს განვითარება, მაშინ ეს არის ნაბიჯი რომელიც აუცილებლად, ერთად უნდა გადაიდგას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bianconeri.10
5 years ago

მართლა რა რონალდო,ვუჩინიჩი როგორ გვიხაროდა 11ში ))))))))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დელ პიეროსთან რატო ჩაიჭერი ანიელი

ბენიამინ

იქნებ დელ პიერო ჩაიჭრა? ესე როგორ ადებ ხელს?

თუ იცი ზუსტად რა მოხდა, გთხოვ კაცურად მითხარი ამდენი ხანია ვერ გავიგე.

მამუკა1313
მამუკა1313
5 years ago

დელ პიერო არასოდეს ჩAჭრილა კლუბთან და ნაკლებ სავარაუდოდა ეგ ვერსია :)))უბრალდო მოიშორა, მაგრამ ლამაზად უდნა მომხდარიყო ეგ მეტი არაფერია, კონტეს ხელიც ურევია მანდ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x