ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი ჯენოაზე ზეწოლას ახორციელებს

გაძეტა დელა სპორტის მტკიცებით მილოშ პიატეკის გარშემო ახლა იმაზე მეტია გუნდია შეკრებილი, ვიდრე სეზონის წინ ვინმე წარმოიდგენდა:

ფოვარდი ფენომენალურ საგოლე თვისებებს ამჟღავნებს, რაც ბუნებრივია უყურადღებოდ არავის დარჩენია.. ბარსელონადან დაწყებული და ინგლისური გუნდებით დამთავრებული ყველას მის გადაბირებაზეა ორიენტირებული..

და რას აკეთებს ამასობაში იუვენტუსი რომელსაც ჯენოასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული? საქმეში თავად ანდრეა ანიელი ერთვება, როგორც მილანური გამომცემლობა გვამცნობს და ენრიკო პრეციოზიზე ზეწოლას ახორციელებს..

იუვეს პრეზიდენტს სურს, რომ ფეხბურთელის საკონტროლო პაკეტი უკვე იანვარშივე ჩაიგდოს ხელთ და ამის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონს იღებს, მაშინ როდესაც ელემენტარულად არსენალი უკვე მზად არის 50 მილიონი გადაიხადოს..

და რაში გამოიხატება ანიელის ზეწოლა? უახლოეს პერიოდში ლეგა სერია ა-ში სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი.. ანიელიმ თავიდანვე იზრუნვა და მას უკვე ამ ეტაპზე ლეგა კალჩოს მესვეურებში საკმაოდ კოლოსალური მანდატი აქვს ნდობის და ავტორიტეტის კუთხით.

თავის მხრივ პრეციოზის გუნდს ამ სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სწორედ ჯენოას სხვადასხვა წევრის ხილვა სურთ გარკვეულ თანამდებობებზე.. აი აქ კი ანიელი აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და გარკვეულ პერსონებს მხარს არ დაუჭერს, რითაც ჯენოა სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება..

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გენუელებმა შესაძლოა არ გაიფუჭონ გავლენიან მეგობართან ურთიერთობა, რომელთანაც ხშირად ახორციელებს სხვადასხვა სატრანსფერო საქმიანობას და პიატეკზე გარკვეული უპირატესობა სწორედ ტურინელ მეგობრებს მიანიჭოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გვარდიოლამ რაო რა თქვა ხალხო ხო არ იცით :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პიატეკი კი არა მე ლიხტს და ფრენკ დე იონგს უმიზნებს სერიოზულად იუვეო და ესენი თუ მოიყვანეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. დე ლიხტი ბარძალი-ბონუჩის ნარევია. დე იონგი კიდე პიანიჩი მოდრიჩის- სივრცეებით უტევს მაგრად ტიპი და პასიც სერიოზული აქვს.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამ ფეხბურთელს რაქვია ბოლობოლო

მილოშ პიატეკი?

კრიშტოფ პიონტეკი?

თუ კშიშტოფ პიატეკი?

დღეს ქართულ მედია სივრცეში სამი ვარიანტი შემხვდა :lool:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

წესით პიატეკი. პიანიჩზეც მასეა. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. სიზუსტე აქვს დარტყმის სასწაულად კარგი. თავითაც ძლიერია მეორე სართულზე

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პოლონურად პიონტეკი იკითხება

Levani777
Levani777
5 years ago

დათო ჯიშკარიანიიიიიიიიიი შემეხმიანე გეხვეწებიიიიი

რამოსი
რამოსი
5 years ago

კარლო ანჩელოტი : “ვფიქრობ,ჩემპიონთა ლიგა ახლა უფრო თანაბარი ტურნირია,რადგან მადრიდის რეალმა კრიშტიანუ დაკარგა.”

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დე შილიოს რაუნდა იუვენტუსში სადარის სამართალი…გააპანღურეთ უახლოეს სატრანსფეროზე..ტიპი 2 თამაშს ვერ თამაშობს გადაბმულად ან მის ყამაშს თამაში ქვია???

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მაინც მოსდგამს მაფიოზური სვლები)))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

იფ

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x