ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრავმირებულთა შესახებ განახლებული ცნობები

ლა გაძეტა დელა სპორტი ტურინელთა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე განახლებულ ცნობებს აქვეყნებს:

უფრო მეტად კარგი ამბები ვიდრე ცუდი.. დავიწყოთ ცუდი ინფორმაციით..

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოახერხებს სამი ხედირა მოედანზე დაბრუნებას.. სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება და ამ ეტაპზე არ რთავს ნებას სრული დატვირთვით შეუდგეს ვარჯიშს.. შესაბამისად მისი ასპაროზობა ჯენოასთან გამორიცხულია, ხოლო იუნაიტედთან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ახლა სასიამოვნო სიახლეები.. მატია დე შილიომ სრულად მოიშუშა ტრავმა და მზად არის მინდორზე გამოსასვლელად.. მას მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და შესაბამისად არაა გამორიცხული ალეგრიმ ალექს სანდრო დაასვენოს და ძირითადში ადგილი იტალიელს ანდოს..

პარალელურად სრული დატვირთვით იწყებს მუშობას ლეონარდო სპინაცოლა.. მსგავსად დე შილიოსი მიმდინარე სეზონში ახალი კლუბის რიგებში ლეონარდოს ჯერ არცერთი წუთი არ დაუყვია მინდორზე და იმედი აქვს დებიუტი უახლოეს ხანებში შედგება.

პაულო დიბალას მდგომარეობა საგანგაშო ცნობებს არ იძლევა.. არგენტინელს მცირე დაზიანება აქვს და ექიმებს იმედი აქვთ, რომ არგენტინელი უკვე ჯენოასთან შეხვედრისთვის იქნება მზად.. თუმცა, ალეგრიმ შესაძლოა არ გარისკოს და პაულოს დასვენების საშუალება მისცეს.

რუგანიც თავის მხრივ მზად არის დასაბრუნებლად.. მას ნეკნზე ჰქონდა პრობლემა, რომელიც წარმატებით დაძლია.

2 thoughts on “ტრავმირებულთა შესახებ განახლებული ცნობები

  1. არცერთი მოთამაშე მკიდია როცა იუვეში თამაშობს ხედირა მალე დაბრუნდები დავით სტატიის სათაური მომეწონა მაგარი ხარ

  2. დიბალარახან გადარჩა სხვები მკიდია წელს იმ ზომბი ალეგრის სქემაში ვერ ჯდება მატუიდი ხედირა თუ არ ათამაშა აბა ისე როგორ ))კლოპი გვინდა და დაადუGებდა ამ სასტავით ყველას ქვას ქვაზე არ დატოვებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.