კიელინი:”ფეხბურთელებს მეტი სწავლა ესაჭიროებათ”
ჯორჯო კიელინის მოსაზრებით, ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა მიყოს ხელი სწავლა-განათლებას, რათა გაიუმჯობესოს საკუთარი პროფესია.. შეგახსენებთ, რომ თავად კიელინის მაგისტრის წოდება აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით:
“აუცილებელია ვუბიძგოთ ფეხბურთელებს სწავლა-განათლებისკენ, რადგან ცხოვრება გრძელია და არავინ იცის მომავალში როგორ წარიმართება ამა თუ იმ პიროვნების პროცესები.
ფეხბურთის შემდეგ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ აუცილებელია მას მომზადებულები შევხვდეთ, რადგან არაა გამორიცხული 35 წლის ასაკში ვერ მივხვდეთ თუ რისი კეთება გვინდა ან შეგვიძლია.
ფაქტია, არცთუ ბევრი ფეხბურთელი რჩება ისევ ფეხბურთში კარიერის დასრულების შემდეგ”.
კიელინი სიმბოლოა ჩემთვის,სამუდამოდ შევიდა იუვეს ისტორიაში და ისეთივე ლეგენდაა როგორიც შირეა.დაუფასებელია ჩემი აზრით დანარჩენი სამყაროსგან იმიტომ რომ ის დიდი ხანია საუკეთესო მცველია მსოფლიოში
მართალი ხარ 100 ით