სქოულზი:”პოგბა იუვეში პატარა თევზი იყო”
ლეგენდარული ინგლისელი პოლ სქოულზი პოლ პოგბასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს:
“პოგბას ფენომენალური მონაცემები აქვს.. პირველი შეხება, გადაცემები, თამაშის ტემპის შენარჩუნება და შორეული დარტყმები.. თუმცა, 5 წუთის შემდეგ ისეთი შეცდომა შეიძლება დაუშვას გეგონებათ ვინმემ ტვინი გაუთიშა..
მეორეს მხრივ მან უკვე ყველას დაუმტკიცა თუ რაოდენ დიდია. გაიხსენეთ გასული მატჩი, როგორ მიიღო ბურთი და გაუკეთა გადაცემა ფრედის.. მეორე წუთში კი ცენტრში კარგავს ბურთს და სწორედ ამის შემდეგ უშვებს იუნაიტედი გოლს..
დიახ, იუვეში მისი შესრულებით ასეთ რამეს ვერ ვიხილავდით, რადგან პოგბა იქ პატარა თევზი იყო.. შეხედეთ რა თანაგუნდელები ჰყავდა მაშინ ფრანგს: ბუფონი, მარკიზიო, პირლო, ბონუჩი, კიელინი.. ჩვენ ხომ უსაზღვროდ დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებზე ვსაუბრობთ.
მე ძალიან მიყვარდა ეს გუნდი და განსაკუთრებით პირლო.. მისი სიმსუბუქე ბურთთან ყოფნის დროს.. ეს ხომ საოცარი იყო! დიახ, პოგბა ამ გრანდიოზული გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ როგორც კი დაბრუნდა აღარავინ იყო მოედანზე რომელიც მას თამაშს შეუმსუბუქებდა და ამავე დროს გაუკონტროლებდა, რასაც მისთვის ტურინში პირლო აკეთებდა”.
ეს არ იყო რო ლანძღავდა ამას წინად?)) ნუ იმ პერიოდში კაი რაღაც სიმართლის მარცვალი შეილება არის, მარა აი ბოლო სეზონში განსაკუთრებით უკვე ძაან დიდი როლი ქონდა. საერთოდ იმაზე ლაპარაკი სისულელეა სად უფრო ეფექტური იყო) რომც არ გქონდეს ნანახი, ჰაილაითებიდანაც მარტივად დაასკვნი))
ხან იპოსტება ხან არა რააარის ეს
პოგბას მე სავიჩი მირჩევნია,პობბას გადამზღვევი არავინაა ამ იუვეში,სავიჩი კი იქეთ მუშაობს გუნდზე.სავიჩი და ერთიც მარცხენა მცველი(სპინაცოლამ თუ არ გაამართლა)
ხედირა რომ ამჯობიანა მარკიზიოს იმ სპეციალისტს პირველობაზე კიარა საერთოდ ლიდერობაზე პრეტენზია არ უნდა ქონდეს.დიდხანს არ დაბრუნდებოს ერთი მაგის…..გუნდი ეფექტურად ათამაშდა როგორც იქნა