ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

სანაკრებო პაუზა უკან დარჩა და ახლა დროა კვლავინდებურად საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდეთ.. გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

პირველ რიგში გეტყვით, რომ შემადგენლობის მხრივ პრობლემებს არ განვიცდით.. სპინაცოლამ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე 58 წუთი დაჰყო.. დე შილიო ასევე კარგად გრძნობს თავს, მსგავსად დუგლას კოშტასი.. აი ხედირას მდგომარეობა კი კვლავინდებურად ფასდება და იმედი მაქვს იგი იუნაიტედთან ტურინულ დაპირისპირებაში დაგვიბრუნდება. დიბალას ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერი მოგვიანებით შეფასდება.

სასტარტო შემადგენლობა? ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ კიელინის დასვენების საშუალება მიეცემა.. აი თუ კი დე შილიო სასტარტოში ვიხილეთ, მაშინ იგი მარცხენა ფლანგზე იასპარეზებს.

რონალდუ? მუხლჩაუხრელად შრომობს და ესაა ყველაზე მთავარი.. პირადი ამბები ჩემთვის საინტერესო არაა.. მან გუნდს მოედანზე სიმშვიდე და აგრესია შემატა.. იტანს გოლებს და ამ კუთხით უდაოდ საუკეთესოა!

მოიზეს კინზე ბევრი მითქმა-მოთქმაა.. რეალობა კი იმაშია, რომ მანჯუკიჩის შემდეგ სწორედ მოიზესია ჩვენი ფორვარდი. კოშტაზე ყველაფერი მაშინ გახდება ნათელი, როდესაც მინდორზე გამოვა.. ნუ დაგვავიწყდება რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო.. მეორეს მხრივ საწვრთნელი სესიის დროს მისი მუშაობა ძალიან მომეწონა.

კრიშტოფ პიატეკი ყველასათვის ნამდვილი სიურპრიზია.. აი რაც შეეხება ჯურიჩს, ჩემი აზრით მისი ჯენოა უწინდებური თავკაცისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. ეს არის ნამდვილი გუნდი ყველანაირი გაგებით.. შესაბამისად ჩვენ ფიზიკურად რთული მატჩი გველის.

შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ სერია ა მოსაწყენია? ჩვენთვის ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან გამარჯვების მიღწევა გვწყურია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ალეგრი მოტივაცია არ დააკარგვინო გუნდს სერია აში მაგარი ხარ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x