ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი წასვლაზე და მოსვლაზე..

ლეონარდო ბონუჩი ხელსაყრელ სიტუაციაში, ყოველთვის ცდილობს გაიხსენოს ის პერიოდი, როდესაც წავიდა და შემდგომ უკან დაბრუნდა:

“სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩემით სიტი და იუნაიტედი ინტერესდებოდნენ.. მაშინ ხელმძღვანელობასთან ერთად გავიარე კონსულტცია, რის შემდეგაც მივხვდი რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ აქ დავრჩებოდი.

ზაფხულში ინგლისურმა კლუბებმა ისევ შემომთავაზეს კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ გამოჩნდა თუ არა სახლში დაბრუნების შანსი, სხვაზე არფერი მიფიქრია..

დიახ, სახლში! აქ თავს ისე ვგრძნობ სადაც არსად.. სწორედ აქ ვახერხებ მაქსიმუმის დადებას და ეს მილანში სამწუხაროდ არ გამომივიდა.. შესაძლოა იმიტომ რომ გულის სიღრმეში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა..

ივნისამდე ვფიქრობდი, ხოლო როდესაც აგენტმა მითხრა რომ შანსი რეალურია, სხვაზე კონცენტრირებას ვეღარ ვახდენდი.. ეს იყო დიდი სტიმული და ბედნიერება! მახსოვს როგორ ვთქვი:”მოდით დავრბუნდეთ სახლში!”

წასვლის გადაწყვეტილება სიამაყის გამო მივიღე.. ეს იყო ყოვლად დაუფიქრებელი ნაბიჯი რომელსაც ჩემს თავს ახლაც ვერ ვპატიობ.. არის ეპიზოდები როდესაც რაღაც გეჩვენება.. ასეთ დროს ემოციებს არ უნდა აყვე..

დაბრუნება ბუნებრივია ცალკე ფსიქოლოგიურ წნეხს გულისხმობდა.. თუმცა, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, მწვრთნელმა და ბიჭებმა მიიღეს. მათ მე ნდობა გამომიცხადეს და სახლში დაბრუნების საშუალება მომცეს, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ.

იუვენტუსის და ჩემი ოჯახის გვერდში დგომით ამ ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე.. ვიცოდი, რომ მეორე მხარე რომელიც მე გამყიდველს მეძახდა, მათთვის ეს იოლი არ იქნებოდა.. ისინი სკეპტიკურად მიყურებდნენ.. თუმცა, ჩემი მოტივაცია მინდორზე მაქსიმუმის გაღებაა იმ გუნდისთვის რომელიც ჩემი სახლი და ოჯახია!

მე ღიად ვაცხადებ, რომ არ ვიყავი მართლი.. ვიყავი ზედმეტად ამაყი და გარკვეულ პროცესებს არასწორად ვუყურებდი, რამაც მცდარი ნაბიჯი გადამადგმევინა.. ახლა ვცდილობ შეცდომა გამოვასწორო და ყველას დავანახო, რომ იუვენტუსის მაისურის ტარება და მოედანზე გასვლა ყველაფერი არ არის.. ეს უფრო მეტია ვიდრე გუნდი! ყოველთვის ვეცდები საკუთარი მაქსიმუმი ვაჩვენო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო”.

3 thoughts on “ბონუჩი წასვლაზე და მოსვლაზე..

  1. ჰოო თუ არ ჩამოგეძინა კიდე გუშინწინდელივით) და ვაფშე ვიცე-ვიცე კაპიტნობა არ უნდა მიეცათ, ჯერჯერობით მაინც. მანჯიუსს უნდა კეთებოდა სამკლაური…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.