მოურინიო იუვეზე, რონალდუზე და საკუთარ გუნდზე..
ჟოზე მოურინიო მოახლოებულ მატჩზე საუბრობს:
“არ მიყვარს ეს პრეს-კონფერენციები, რადგან თქვენ ესპანელი ჟურნალისტები აქ მხოლოდ იმიტომ მოხვედით, რომ რონალდუს სიდიადეზე დამაყაროთ კითხვები..
კრიშტიანო ზედმეტ სიტყვებს რომ არ საჭიროებს ეს ხომ ფაქტია.. იგი ისეთ სიმაღლეზეა ახლა, სადაც არც კი ვიცი მომავალში ვინმე თუ ავა..
პირადად კონცენტრირებული იუნაიტედზე ვარ და პატივსცემ კონტრაქტს რომელიც ამ კლუბთან გამაჩნია.. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მსურს შემდგომშიც ამ დიად გუნდში განვაგრძო მუშაობა.
რაც შეეხება იუვენტუსს.. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს მოედანზე გასვლა და ეს არნახულ მოტივაციას მძენს.. ჩვენ მძიმე ორი მატჩი გველოდება და იმედი მაქვს დაკისრებულ მოვალეობას თავს ჯეროვნად გავართმევთ..
ტრავმირებულებზე რა უნდა ითქვას.. კარგად მოგეხსენებათ, რომ ალექსის სანჩესის სახით სერიოზული დანაკლისი გვაქვს.. იგი არ ვარჯიშობს და შესაბამისად ვერც ახლა ვერ დაგვეხმარება.
სარის თანაშემწესთან ინციდენტი? მაურისიო უდაოდ იმსახურებს პატივისცემას.. იგი კარგი პიროვნებაა და მისი ბოდიში მიღებულია.. თუმცა, არ შეიძლება ასეთ ახალგაზრდა თანაშემწესთან ერთად პროვოკაციები აწყო მოედანზე და ამით ქულები ჩაიწერო..”