ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩის ინტერვიუ გარდიანთან

გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც მირალემ პიანიჩმა გამომცემლობა გარდიანს მისცა:

“არ შევდივარ იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომლებსაც ბურთთან შეხებისას ერთბაშად 10 სხვადასხვა ცრუ მოძრაობის განხორციელება სურთ.. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო.. გაცილებით მსიამოვნებს საქმის მარტივად კეთება. არადა მერწმუნეთ ამას ბევრი ვერ ხედავს და ვერც აფასებს.

მაგალითად.. ბედნიერი ვარ რომ ხავის, ზიდანის, ინიესტას და პირლოს ცოცხლად ნახვას მოვესწარი.. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მარტივი მოქმედებებით გუნდს აიძულებდნენ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ. ესენი არიან ფიგურები, რომლებიც სწორ რეაგირებას ახდენდნენ მოედანზე მიმდინარე პროცესებისადმი.

შეხედეთ თუნდაც რონალდუს იუნაიტედის და რეალის პერიოდისას.. თქვენ კარგად ნახავთ განსხვავებას.. ნახავთ როგორი სხვანაირი გახდა კრიშტიანო.. უფრო კონკრეტული და ზუსტი..

ბევრი კომენტარი მაქვს თავად რონალდუსი წაკითხული სქოულზთან მიმართებაში.. თუ როგორ მუშაობდა იგი საწვრთნელი სესიის დროს და საერთოდაც, როგორი ჭკვიანი და გამორჩეული იყო ინგლისელი.. მაგრამ არა იმიტომ რომ წამში ასჯერ ატარებდა ფეხს ბურთზე.. სრულებითაც არა.. უბრალოდ იგი რთულ გადასაწყვეტ ამოცანებს, მარტივი მოქმედებებით ხსნიდა.. რაც უფრო მარტივია, მით უფრო გენიალურია და პოლი უდაოდ მათ რიცხვშია.

მომწონს გუნდების ასპარეზობა, რომლებიც კარგ ფეხბურთს თამაშობენ, როდესაც ბურთი ქვემოთ – ფეხებშია.. ეს არის გააზრებული მექანიზმი და ამ დროს გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული.

ნაპოლი გასულ წლებში, რეალურად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.. მაგრამ სკუდეტოს და იტალიის თასის მოპოვება სულ სხვა ემოცია და ბედნიერებაა.. ერთ მშვენიერ დღესაც შენი ლამაზი ფეხბურთი უკვე ყველას ბეზრდება.. მთავარი შედეგია..

ჩემპიონთა ლიგა რომ იუვენტუსის მიზანია, ვფიქრობ დედამიწაზე თითოეულ ფეხბურთში ჩახედულ ქომაგს ეცოდინება.. ეს არის გზა რომელიც უნდა გავიაროთ და დავიპყროთ, მაგრამ მასთან ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია საჭირო.. შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ლიგის ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავებაა

ოჯახთან დაკავშირებით ხშირად მეკითხებიან.. დიახ, ჩემს მშობლებს იოლი ცხოვრება არ ქონიათ. 20-22 წლისები იყვნენ სულ რაღაც, როდესაც სხვა ქვეყნაში გაემგზავრნენ.. ქვეყანაში სადაც სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მათ კი ხელთ სულ რაღაც სამი ჩემოდანი ეჭირათ. მართალია ყველაფრის 0-დან დაწყება მოუწიათ, მაგრამ მათ საოცარი ოჯახი შექმნეს!

დღეისათვის მშობლები ლუქსემბურგში ცხოვრობენ, მათ თავს მშვიდობაა და ყველაფერი რიგზეა. მყავს და-ძმა რომლებიც შესანიშნავ გარემოში იზრდებიან. ჩემთვის ზუსტად მშობლები არიან სამაგალითონი, რომლებმაც არაფრისგან.. საერთოდ არაფრისგან.. ყოველგვარი ფუნდამენტის გარეშე მიაღწიეს ყველაფერს!

მამაჩემიც ნახევარმცველი იყო და საკმაოდ კარგი.. როდესაც გავიზარდე უფრო და უფრო დავაფასე.. მან რეალურად იცოდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოედანზე პროდუქტიულად. მას უბრალოდ არ ჰქონდა შანსი კარიერა გაეკეთებინა.. თუმცა, ყველაფერი გაიღო რისი საშუალებაც ჰქონდა. პირველ რიგში მამაჩემის მიზანი იყო ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა, სადაც მას და მისიანებს საფრთხე ემუქრებოდათ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x