ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

კრიშტიანოს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა მაქს ალეგრისაც მოუხდა:

შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით?

“გარკვეული კუთხით ეს ასეა, რადგან წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად განაღდებული გვექნება.. მეორეს მხრივ ეს თვეა ძალზედ მნიშვნელოვანი და მას სათანადო დონეზე მომზადებულები უნდა შევხვდეთ..”

გარკვეული ფეხბურთელების არყოფნის გამო, ხომ არ გეგმავთ სამი მცველით თამაშს?

“მანჯუკიჩი ისედაც და ასედაც ამ შეხვედრაში მოედანზე არ გამოვიდოდა.. სხვა მხრივ კი ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი ტრავმა.. მსგავსად ხედირასი და ემრე ჯანის.. ახლა ჩვენს განკარგულებაში 17 ფეხბურთელია და თამაში აკურატულად გვმართებს, რადგან მეტოქე მეორე სართულზე საკმაოდ ძლიერია”.

რას ელით პოგბასგან?

“პოგბას გარდა მათ რიგებში ხომ ისედაც ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა.. მარსიალი, რეშფორდი და ასე შემდეგ.. ახალგაზრდები მსგავსად ბერნარდესკის, კანსელუს, ბენტანკურის, დიბალასი.. სწორედ მათ ხელშია მომავალი ფეხბურთი. იუნაიტედთან ჯამში კარგი ტესტი გველის, რადგან ასეთ დონის მატჩებში საკუთარი ძალების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესოა”.

გამომდინარე იქიდან, რომ არ იქნებიან ემრე ჯანი და სამი ხედირა, გეგმავთ თუ არა მოედანზე ორი შუახაზელის გამოყვანას?

“სხვათაშორის მეცალაზე კუადრადოც მშვენივრად გამოიყურება.. სქემას რაც შეეხება შეგვიძლია სხვადასხვა მოდულის გამოყენება და მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ვარირება.. მთავარია მოედნის ცენტრში უპირატესობა შევქმნათ, რადგან მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს”.

როგორ აქვს საქმე მანჯუკიჩს? დიდი ხნით გამოთიშვა ხომ არ ემუქრება?

“ვფიქრობ სერიოზული არაფერია.. საერთოდაც მომავალ კვირაში ხედირა დაგვიბრუნდება და უკვე შემდგომ ემრე ჯანიც..”

ბერნარდესკიზე რას იტყვით, რომლისთვისაც ასეთ მინდორზე იუვენტუსის რიგებში თამაში ალბათ პირველი შემთხვევა იქნება.. რა პოზიციაზე ხედავთ მას?

“ხო ალბათ ითამაშებს (იცინის).. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საერთოდაც, ხვალ მოედანზე ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება”.

იასპარეზებს თუ არა ბარძალი?

“არა.. სამი მცველის შემთხვევაში შანსი ექნებოდა, მაგრამ მარჯვენა მცველად მისი გამწესება გამორიცხულია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

არვიცი ვინ რას ფიქრობთ მარა მანჩესტერიდან ტურინში გამარჯვებული ბრუნდება ჩვენი გუნდი და კითხვა რატო ნიჩია ჯენოასთან ეს თამაში გაგცემთ იმედია მსაჯი უაზრო შეცდომებს არ დაუშვებს და საერთოდ არ იქნება მთავარი ფიგურა თამაშსი იუვე იმედია იცი ეს ის უნაიტედი არა რაც უნდა იყოს მარა მაინც უნაიტედია თან სახლში წარმატება

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მანჩესტერს თავზე ბურთს ვერან აგლიჯავს,რაც ფეხბურთს ვუყურებ იუვე და მანჩესტერი ის გუნდებია ვისაც თავზე ბურთს ვერან დაახევს,თან ასეთი მწვრთნელით როგორიც ახლა იუვეს ყავს ეს სიტყვა გადამეტებულია სასუოლოსთანაც კი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

manchesterma dacviti stili ro gaushvas burts tavze davaglijavt 1-4

Vega
5 years ago

ამ მარიომ და ემრემ სად მოასწრეს ტრამვის აკიდება რა. ეს ტრამვები ხომ ნერვებს მიშლის ამის…

ტიპს ერთი სული აქვს ხედირა გამოვა გამოვაო იმდენჯერ ახსენა ალბათ ამდენჯერ მისი ცოლი არ იხსენიებს როჟას.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

1-4 eg tamashi :forza:

Giampiero Boniperti
5 years ago

მე ეს თამაში ნიჩია მგონია. ორივე მწრთვნელი დაცვით სტილს ამჯობინებს, მაგრამ იმედი მაქვს საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება. ჩემი ძმაკაცები მანჩეს ფანები არიან და მინდა რეალური ძალა დავანახოთ იუვენტუსის. ფორცა იუვე. მანჩესტერსაც დიდ პატივს ვცემ. ნამდვილი გრანდია. სქოულზი კიდე ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო მათი რიგებიდან. :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ნწ მხოლოდ მოგება! ჯერ მარტო პოგბა უნდა გავამწაროთ))

maradona73
5 years ago

შეიძლება თამამად ვივარაუდოდ რო პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდება :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  maradona73

რატომ, შემთხვევით რო რონის გაუვარდეს :))

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x