ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუს წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს წინასამატჩო ინტერვიუს:

მოდით თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი გასული ორი თვით.. გრძნობთ თუ არა თავს რომ ადგილი გარკვეულ შეთქმულებას აქვს თქვენს წინააღმდეგ?

“არა.. ჩემი მთავარი საზრუნავი არის არა პირადი ჯილდოები, არამედ კლუბისთვის მაქსიმუმის გაღება.. მე ხომ იუვენტუსის წევრი ვარ და შესაბამისად მთავარია ჩემი კლუბისთვის მივაღწიო წარმატებას.. აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერის მართლაც არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა”.

სამი დიდი გუნდის შიდა სამზარეულოს გაცნობის შემდეგ, შეგიძლიათ თუ არა რაიმე პარალელის გავლება რეალსა და იუვეს შორის?

“შედარებებზე არასოდეს არ მისაუბრია.. რეალთან ჩემი თავგდასავალი დასრულდა.. ახლა კონცენტრირებული მხოლოდ ტურინულ ისტორიაზე ვარ.. იუვენტუსი ხომ მსოფლიოსი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია! ამ უდიდეს კლუბში მაქვს ნათამაშები და ამ მხრივ უსაზღვროდ ბედნიერი ადამიანი ვარ!”

რას ელოდებით ამ შეხვედრისგან? როგორი იქნება იუნაიტედი და რას დაუპირისპირებს იუვენტუსი?

“რთული შეხვედრა იქნება.. იუნაიტედი შინაურ ასპარეზე ყოველთვის ძლიერია, მაგრამ ჩვენი იარაღი ჩვენთანაა, რადგან იუვენტუსი ვართ და ამი ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს რომ მინდორი გამარჯვებულების რანგში დავტოვოთ. თავისმხრივ ინგლისელებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბზე ვსაუბრობთ, რომელსაც სათავეში სუპერ თავკაცი ჰყავს”.

რას გრძნობთ აქ დაბრუნებით?

“საოცრად თბილ ემოციას.. აქ ხომ შესანიშნავი წლები გავატარე.. ფანები რომლებიც არაჩვეულებრივები არიან.. სერ ალექს ფერგიუსონი რომელიც კლუბის ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს ითამაშებს.. ერთი სიტყვით როდესაც გავიგე რომ წითელი ეშმაკების წინააღმდეგ მომიწევდა მინდორზე გამოსვლა, მაშინვე თბილი ემოციები ვიგრძენი”.

როგორ ფიქრობთ რეალში კრიზისია?

“ნამდვილად არ მსურს ახლა მადრიდულ თემაზე საუბარი.. მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის ჩემი მათდამი დამოკიდებულების შესახებ. ახლა მთავარია თუ როგორი მძიმე მატჩი ელის იუვენტუსს.. თუ გავიმარჯვებთ, მაშინ ასპარეზობას შეგვეძლება ვთქვათ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კარგ ჰანდიკაპს შევიქმნით.. აი რეალთან კი ნამდვილად არ ვარ კონკურენციაში”.

ხვალ, თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა დაიწყება..

“ყურადღებით, ჩემპიონთა ლიგა ორი ტურით ადრე დაიწყო და არა აქვს მნიშვნელობა გამოვალ თუ არა მოედანზე. ჩვენ უკვე მოვაგროვეთ ექვსი ქულა და ჯგუფში მშვენიერი სიტუაცია შევიქმენით”.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ხართ.. დაძაბულ ვითარებაშიც კი თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ და მუდამ იღიმით.. თქვენ თვითონ თუ თვლით თავს სამაგლითო ადამიანად?

“ვიცი, რომ როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა ხალხი ჩემგან მაგალითს იღებს.. შესაბამისად მუდამ ვცდილობ პოზიტიურ განწყობაზე ყოფნას. წარმოიდგინეთ, ვთამაშობ ფანტასტიურ გუნდში, სადაც საოცარი ადამიანები არიან ჩემს გარშემო.. როგორ არ უნდა ვიყო ასეთ დროს ბედნიერი ადამიანი? მითუმეტეს როდესაც ლამაზი ოჯახი მყავს სადაც 4 არაჩვეულებრივი ბავშია! შესაბამისად სანერვიულოდ საქმე არ მაქვს და ვცდილობ უაზრობაზე ბევრი დრო არ დავკარგო”.

წინაზე როდესაც თქვენ აქ გოლი გაიტანეთ, არ აღნიშნეთ.. და ახლა რას გეგმავთ?

“ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც წინაზე (იღიმის).”

კეტრინ მაიორგას თემაზე რას იტყვით?

“როგორც ჩანს არ მომისმინეთ.. მე გითხარით, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ.. აქ რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან განცხადება უკვე გავაკეთეთ.. არიან ადამიანები რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ.. მთავარია რომ სიმართლე იზეიმებს! გემშვიდობებით ხვალამდე!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

აბა ნეტა თუ აღნიშნავ გოლს საათების დათვლა დაიწყო და ნერვები აღარ მყოფნის

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ოოოოოოოო როდის დაიწყება თამაშიიიიიიიიიი ერთი სული მაქ იგიც წაიღეთ ოღონდ მალეეეე :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :vashaa: :vashaa: :vashaa: :vashaa: :love: :love: :love: :love:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დუბლი ქრიშტო :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x