ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
კრიშტიანოს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა მაქს ალეგრისაც მოუხდა:
შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით?
“გარკვეული კუთხით ეს ასეა, რადგან წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად განაღდებული გვექნება.. მეორეს მხრივ ეს თვეა ძალზედ მნიშვნელოვანი და მას სათანადო დონეზე მომზადებულები უნდა შევხვდეთ..”
გარკვეული ფეხბურთელების არყოფნის გამო, ხომ არ გეგმავთ სამი მცველით თამაშს?
“მანჯუკიჩი ისედაც და ასედაც ამ შეხვედრაში მოედანზე არ გამოვიდოდა.. სხვა მხრივ კი ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი ტრავმა.. მსგავსად ხედირასი და ემრე ჯანის.. ახლა ჩვენს განკარგულებაში 17 ფეხბურთელია და თამაში აკურატულად გვმართებს, რადგან მეტოქე მეორე სართულზე საკმაოდ ძლიერია”.
რას ელით პოგბასგან?
“პოგბას გარდა მათ რიგებში ხომ ისედაც ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა.. მარსიალი, რეშფორდი და ასე შემდეგ.. ახალგაზრდები მსგავსად ბერნარდესკის, კანსელუს, ბენტანკურის, დიბალასი.. სწორედ მათ ხელშია მომავალი ფეხბურთი. იუნაიტედთან ჯამში კარგი ტესტი გველის, რადგან ასეთ დონის მატჩებში საკუთარი ძალების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესოა”.
გამომდინარე იქიდან, რომ არ იქნებიან ემრე ჯანი და სამი ხედირა, გეგმავთ თუ არა მოედანზე ორი შუახაზელის გამოყვანას?
“სხვათაშორის მეცალაზე კუადრადოც მშვენივრად გამოიყურება.. სქემას რაც შეეხება შეგვიძლია სხვადასხვა მოდულის გამოყენება და მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ვარირება.. მთავარია მოედნის ცენტრში უპირატესობა შევქმნათ, რადგან მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს”.
როგორ აქვს საქმე მანჯუკიჩს? დიდი ხნით გამოთიშვა ხომ არ ემუქრება?
“ვფიქრობ სერიოზული არაფერია.. საერთოდაც მომავალ კვირაში ხედირა დაგვიბრუნდება და უკვე შემდგომ ემრე ჯანიც..”
ბერნარდესკიზე რას იტყვით, რომლისთვისაც ასეთ მინდორზე იუვენტუსის რიგებში თამაში ალბათ პირველი შემთხვევა იქნება.. რა პოზიციაზე ხედავთ მას?
“ხო ალბათ ითამაშებს (იცინის).. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საერთოდაც, ხვალ მოედანზე ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება”.
იასპარეზებს თუ არა ბარძალი?
“არა.. სამი მცველის შემთხვევაში შანსი ექნებოდა, მაგრამ მარჯვენა მცველად მისი გამწესება გამორიცხულია”.
არვიცი ვინ რას ფიქრობთ მარა მანჩესტერიდან ტურინში გამარჯვებული ბრუნდება ჩვენი გუნდი და კითხვა რატო ნიჩია ჯენოასთან ეს თამაში გაგცემთ იმედია მსაჯი უაზრო შეცდომებს არ დაუშვებს და საერთოდ არ იქნება მთავარი ფიგურა თამაშსი იუვე იმედია იცი ეს ის უნაიტედი არა რაც უნდა იყოს მარა მაინც უნაიტედია თან სახლში წარმატება
მანჩესტერს თავზე ბურთს ვერან აგლიჯავს,რაც ფეხბურთს ვუყურებ იუვე და მანჩესტერი ის გუნდებია ვისაც თავზე ბურთს ვერან დაახევს,თან ასეთი მწვრთნელით როგორიც ახლა იუვეს ყავს ეს სიტყვა გადამეტებულია სასუოლოსთანაც კი
manchesterma dacviti stili ro gaushvas burts tavze davaglijavt 1-4
ამ მარიომ და ემრემ სად მოასწრეს ტრამვის აკიდება რა. ეს ტრამვები ხომ ნერვებს მიშლის ამის…
ტიპს ერთი სული აქვს ხედირა გამოვა გამოვაო იმდენჯერ ახსენა ალბათ ამდენჯერ მისი ცოლი არ იხსენიებს როჟას.
1-4 eg tamashi
მე ეს თამაში ნიჩია მგონია. ორივე მწრთვნელი დაცვით სტილს ამჯობინებს, მაგრამ იმედი მაქვს საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება. ჩემი ძმაკაცები მანჩეს ფანები არიან და მინდა რეალური ძალა დავანახოთ იუვენტუსის. ფორცა იუვე. მანჩესტერსაც დიდ პატივს ვცემ. ნამდვილი გრანდია. სქოულზი კიდე ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო მათი რიგებიდან.
ნწ მხოლოდ მოგება! ჯერ მარტო პოგბა უნდა გავამწაროთ))
შეიძლება თამამად ვივარაუდოდ რო პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდება
რატომ, შემთხვევით რო რონის გაუვარდეს :))