კიელინი:”ეს ორი განსხვავებული ტაიმი იყო”
ბიანკონერის კაპიტანი ოლდ ტრაფორდზე მოგებული შეხვედრის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
“პირველ ტაიმში ფაქტიურად უშეცდომოთ ვიმოქმედეთ.. ერთი წამით არ გავჩერებულვართ და თავისუფალ სივრცეს ვეძებდით, რამაც შედეგი გამოიღო.. ერთადერთი დასანანი ფაქტი ის იყო, რომ 45 წუთის შემდეგ მხოლოდ 1-0 მიგვყვავდა..
მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო, ხოლო მანჩესტერმა ეს იგრძნო და ტემპს მოუმატა.. ისიც საგულისხმოა, რომ იუნაიტედს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს და მათთვის ეს გარკვეული შეტყობინებაც კი იყო..
ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ ხარვეზზე, რათა მომავალში მსგავსი შეხვედრის შედეგი რისკის ქვეშ აღარ დავაყენოთ.. ჯენოასთან ეს უკვე გამოვცადეთ, ხოლო დღეს ვფიქრობ საკუთარ თავს ხელოვნურად ვუქმნიდით პრობლემებს..
შესაძლოა 10 წლის წინანდელი კიელინი აღარ ვარ, მაგრამ თამაშის წაკითხვა ახლა ბევრად უკეთ შემიძლია, რასაც გუნდის საკეთილდღეოდ ვიყენებ”.
საუკეთესო მცველია უდაოდ ჯორჯო ევროპის
შავტ…კა ნა…რო! კეთილი იყოს შენი დაბრუნება “სახლში”))))
კიელინის გამო ამაყი ვარ,უძლიერესია .ორთაბრძოლების მეფეა.