მოურინიო:”ბონუჩი და კიელინი ჰარვარდში ლექციებს უნდა კითხულობდნენ”
მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება ჟოზე მოურინიოს თხოვეს:
“ევროპაში დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწია ასპარეზობა.. სხვა კურსით ველოდი თამაშის განვითარებას და ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს, თუმცა ტურინელთა რიგებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებმაც გადაწყვიტეს კიდევაც ამ დაპირისპირების ბედი..
განსაკუთრებულად გამოსაყოფი ბონუჩი-კიელინის წყვილია.. ეს ორი არაჩვეულებრივი უკანახაზელია.. ისინი ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტში უნდა მიდიოდნენ და ლექციებს კითხულობდნენ დაცვაში თამაშთან დაკავშირებით.. ფანტასტიურები არიან!
უფრო დეტალურად რომ ჩავუღრმავდეთ ამ შეხვედრას, ვნახავთ რომ ტურინს შეტევაში რონალდუ და დიბალა ჰყავს.. ასეთი კალიბრის ფეხბურთელები ჰქმნიან ზუსტად იმ სხვაობას, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს.. ჩვენ კი ზუსტად იმ 11 ფეხბურთელით მოგვიწია ფონს გასვლა, რომლებმაც სამი დღის წინ ჩელსისთან იასპარეზეს..
სიმართლე გითხრათ წილისყრის დასრულებისთანავე იყო ჩვენთვის ნათელი, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა ვალენსიასთან უნდა გაგვემართა.. შესაბამისად დასრულებული არაფერია და უფრო მეტიც, კარგი შანსი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.”
იუვე სხვა დონეა, აღიარა კიდეც მოუმ.
მიუხედავად ცუდი ტამაშისა 2-ე ტაიმში ბონუჩი კიელინი საუკეთესოა
არ გეწყინოს ძმაო ახლა რასაც გეტყვი თუ ფეხბურთს კარგად უყურე ვერ დაგეთანხმები რო იუვემ მეორე ტაიმი ცუდათ ითამაშა რადგან ვერ მიხვდა საერთოდ რა შეთევაზა მეორე ტაიმში მანჩესტერმა და სამცუხაროდ ვერც იუვე მიხვდა რა ეთამაშა შეტევა თუ დაცვითი სტილი მეორე ტაიმი იყო მთლიანად უზრო თამაში ორივე გუნდის მხრიდან და ამ გაურკვევლობაში ნუ გამარჯვებული გამოვიდა ჩვენი გუნდი
manchesterma ra shetavaza eg arafer shuashia ubralod centrshi burts kargavdnen uazrod da kai gundi magas ar gvapatiebs xarisxi aris gasaumjobeseli tu lifis mogeba gvinda