ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6 – ერთადერთი რაშიც მონაწილეობის მიღება მოუწია იყო ეპიზოდი პოგბას დარტყმულზე, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და ამის შემდგომ შესნის ზურგში.. იღბლიანი საღამო პოლონელი კარის დარაჯისთვის.

კანსელუ – 7 – შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ ის ბატონობდა.. შეტევაშიც და დაცვაში პორტუგალიელი ძალზედ პროდუქტიულად ირჯებოდა.

ბონუჩი – 7 – პირველ ტაიმში ფაქტიურად უშეცდომოდ ირჯებოდა როგორც გადაცემების კეთებაში, ასევე დაცვით მანევრირებაში. მეორე ნახევარში იყო გარკვეული შეცდომები, თუმცა ზოგი თავადვე, ზოგიც პარტნიორების დახმარებით იქნა გამოსწორებული.

კიელინი – 7 – ფიზიკურად ძლიერ ლუკაკუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიანკონერის კაპიტანი გამარჯვებული გამოდის.. მას ბელგიელი საიმედოდ ჰყავდა ჩაკეტილი.

ალექს სანდრო – 7 – ეს ის ბრაზილიელი მარცხენა მცველია, რომელიც იუვემ პორტოდან შეიძინა.. მუდმივად ცდილობდა სპრინტერულ ჩართვებს, რათა პარტნიორებისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა შეტევის ორგანიზების დროს.. პროდუქტიული საღამო სანდროს შესრულებით.

კუადრადო – 7 – კოლუმბიელის მთავარი პლიუსი არის სხვადასხვა ტაქტიკურ მოდულში ეფექტური მოქმედებები.. იგი ნაყოფიერი იყო როგორც 4-4-2-ში ასევე 4-3-3-ში.. ინარჩუნებდა მაღალ ტემპს და აქტიურად ეხმარებოდა დიბალას შეტევების ორგანიზებაში.

ბენტანკური – 7 – პირველ 45 წუთში ურუგვაელმა ბევრი გააოცა.. საუბარი ბუნებრივია ოლდ ტრაფორდზე შეკრებილებს ეხებოდათ, რომლებსაც ბევრი მასზე არაფერი გაეგოთ.. დირიჟორობდა გუნდის ტემპს ცენტრალურ ზონაში პიანიჩთან ერთად.. ასპარეზობდა ეფექტურად და ამავე დროს საიმედოდ.. მეორე ნახევარში დაცვიდან ამოსვლისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

პიანიჩი – 7.5 – ბენტანკურის მსგავსად ისიც ეფექტური იყო პირველ ტაიმში, რასაც ვერ ვიტყვით მეორეზე.. თუმცა, ზუსტად საწყის 45 წუთში ისეთი ზუსტი იყო, ისეთი ცივსისხლიანი და უკომპრომისო, რომ უდაოდ იმსახურებს აღნიშნულ ქულებს.. მან ტოლი არ დაუდო ფიზიკურად ძლიერ შუახაზელებს, რომლებიც იუნაიტედის რიგებში უხვად არიან.

მატუიდი – 7.5 – ფეხბურთელი რომელიც მიმდინარე სეზონში ზუსტად იქ ჩნდება, სადაც გუნდს ესაჭიროება. პოლ პოგბას ბლეზ მატუიდიმ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და ბევრ კომპონენტში დაჯაბნა.. მთავარი კი არის რომ მან თანამემამულეს არ მისცა იმ ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება რაც პოგბას შეუძლია.

დიბალა – 8 – კიდევ ერთი 10 ნომრიანი იუვენტინო რომლის გოლმა იუვეს ოლდ ტრაფორდზე გამარჯვება მოუტანა.. ერთ-ერთი ასეთი კი ალესანდრო დელ პიერო რომელმაც გუნდს 96 წლის სეზონში ამ დიად არენაზე გამარჯვება აზეიმა! უშუალოდ მატჩზე კი რა უნდა ითქვას.. პაულო ბევრს მოძრაობდა და ცდილობდა ბურთის სწრაფი ცირკულაცია მოეხდინა ზონებს შორის.. უმეტესად იგი ზუსტად მოქმედებდა, თუმცა იყო მცირეოდენი შეცდომები.

რონალდუ – 7.5 – გადის მოედანზე სადაც სიგიჟემდე უყვარდათ და უყვართ.. თამაშობს უშუალოდ გუნდის ინტერესებისთვის.. ეხმარება გატანაში დიბალას და თავადაც შეეძლო რომ არა დე ხეას ფანტასტიკური რეაქცია.

ალეგრი – 8 – მის მიერ დამოძღვრილი იუვენტუსი პირველ ნახევარში საოცარ ფეხბურთს აჩვენებს და მეტოქეს ფაქტიურად უშანსოდ ამარცხებს.. ეს იყო დომინანტი იუვენტუსი, რომელმაც მეორე ნახევარი მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ ჩაატარა.

1 thought on “ფეხბურთელების შეფასებები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.