კალჩო ამ ეტაპზე პირველი ჩემპიონატია ევროპაში დაგროვებული ქულებით
კალჩო მიმდინარე სეზონში დომინანტის ამპლუაშია:
იტალიურმა კლუბებმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, რაც მათი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის შედეგია..
იუვენტუსმა საკუთარ ჯგუფში სამივე მატჩის მოგება მოახერხა.. ნაპოლი წაგების გარეშე მიიწევს ორი ფრით და ერთი გამარჯვებით.. ინტერი მართალია დამარცხდა კატალონიაში, თუმცა მაინც შედეგიანად მიიწევს და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს..
მოპოვებული ქულების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ კალჩოს კლუბები წლევანდელ სეზონში ამ ეტაპისთვის საუკეთესო შედეგს აჩვენებენ და ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს უსწრებენ ქულების მიხედვით.. საშუალოდ ერთ შეხვედრაში იტალიელები 2.17 ქულას აგროვებენ!
და იკითხავთ ალბათ კონკურენტები რაღას აკეთებენო? მაგალითად ლა ლიგა და ბუნდესლიგა საშუალოდ 1.92-ს უყრიან თავს.. შემდგომ მოდის პორტუგალია 1.67.. პრემიერ ლიგას სულ რაღაც 1.42 ქულა აქვს..
ისევ მილანი თუ უჯიკებს უკან კალჩოს და მილანის წარსულში ჩარჩენილ ფანებს რომ კითხო მილანმა გააცნო იტალია მსოფლიოს 50 წლის წინ და ეს საკმარისია

ძაან მაგარია ეს ყველაფერი