ლიპი წლევანდელ იუვენტუსს განსაკუთრებულად აქებს..
მარჩელო ლიპი დარწმუნებულია, რომ სწორედ წელს აქვს იუვენტუსს ისეთი გარემო შექმნილი, რითაც ყველა ტიტულისთვის შეუძლია ბოლომდე ბრძოლა:
“გრძნობა, რომ ეს ის სეზონია ფაქტიურად პირველივე წამიდან გაჩნდა.. გუნდმა გასულ წლებში დიდი პროგრესი განიცადა.. იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში და მნიშვნელოვნად შეამცირა სხვაობა ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან ბარსელო, რეალი, ბაიერნი..
ახლა კი დროა თამამად ვთქვათ, რომ იუვენტუსი ლიდერთა ჯგუფს თავადვე ჩაუდგა სათავაში! ხელმძღვანელობამ იდეალურთან ახლოს მდგომი სამუშაო გასწია და გამარჯვებისთვის მომართულ მანქანას ისეთი ფეხბურთელი დაუმატა, რომელსაც 5 ოქროს ბურთი, 5 ჩემპიონთა ლიგის თასი და სეზონში 50 გოლამდე სტატისტიკა უმაგრებს ზურგს..
დიახ, რონალდუ იმ კალიბრის არის რომელსაც რეალურად ძალუძს გუნდის თამაში მეტი ეფექტის შეძენა.. ასეთად პორტუგალიელის გარდა მხოლოდ ლიონელ მესია..
პარალელურად ნუ დავივიწყებთ ფეხბურთელებს, რომლებიც პროგრესირებენ.. ბერნარდესკი, დიბალა, კანსელუ.. სწორი იყო ბონუჩის გუნდში დაბრუნებაც.
ოლდ ტრაფორდზე მართლაც შთამბეჭდავი იუვენტუსი ვიხილე.. გუნდი რომელიც დომინირებდა საოცარ არენაზე, ლეგენდარული კლუბის წინააღმდეგ.. ასეთი რამ იშვიათად ხდება.. რაოდენ სუპერ იუვეც არ უნდა ყოფილიყო მე პირადად ინგლისელთა ასეთი ასპარეზობა ერთი-ორად გამიკვირდა.
ალეგრის შექება არც ადრე დამვიწყებია.. ის ახლა შემდეგ ეტაპზე იმყოფება.. ვფიქრობ, ბოლო წლებში მაქსმა ყველას დაანახა თუ რაოდენ პროგრესიული და ამავე დროს ინოვაციურია..
ტრებლი? ჩემი პერიოდის იუვენტუსიც როდესაც სეზონს იწყებდა თითოეული ტურნირის მოსაგებად იბრძოდა.. ვიცი რასაც მეკითხებით და პირდაპირ გეტყვით.. წელს იუვენტუსი ისეთი ძლიერია, რომელსაც თამამად შეუძლია ნებისმიერი ტიტულისთვის ბოლომდე გაიწიოს და საბოლოო ჯამში მოიპოვოს კიდევაც!
ნორმალურად ირჯება წლევანდელ გათამაშებაში ინტერი.. მათ მოუმატეს და შესაბამისი დონის სურვილებიც გააჩნიათ, მაგრამ სკუდეტოსთვის ნაპოლის გარდა ტურინს ვერავინ შეეცილება.. ანჩელოტი ბრწყინვალეა და იგი საქმეს ჩვეული სიდინჯით უდგება.”
მარჩელო შე ბებერო რაფერ მომენატრე
სიმართლეს ამბობს ეს კაცი პსჟ კიდევ რამდენიმე წელი ტიტულს ვერ მოიგებს არც ატლეტიკო არის წელს ის გუნდი რომელიც ტიტულით დაასრულებს სეზონს იუვე პირველი ფავორიტია და მერე მოდის ბარსა გადამეტებულად ჩვენზე არავინ საუბრობს რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ რეალზე წელს ბლანკოსი არაა ლიგის ფავორიტი ასეთი თამაშით ვერც ბაიერნი მოიგებს რამეს იუვენტუსი და ბარსელონა ეს 2 კლუბია წელს ლიგის ფავორიტი ბარსა იმიტომ რომ მესი ყავს რაც შეეხება იუვეს საერთო დონით ამ ეტაპზე ბარსაზე მაღლა დგას
მაგარი კაცია ლიპი.
ახლა ის დროა რომ ილაპარაკონ,დიდიხანია ასე არ იყო,ახლა დროა ყველამ ილაპარაკოს იუვეზე როგორც ლიდერზე.ასეთია და არ უნდა ეშინოდეს ამ პასუხისმგებლობის
თან ძალიან ცცუდათ სეზონი ახალი დაწყებულია და გეგონება უკვე პლეიოფებია ისე ნათლავენ ფავორიტად გავიგეთ რო რონი ყავთ მაგრამ ბარსას მესი. პსჟ ნეიმარ მბაპე.რეალი რეალია, ატლეტიკო გუნდია რაც არ უნდა იყოს
მიუვარს ეს გუნდი მაგრამ ეს ლაპარაკები იმოქმედებს ძალიან ესე მგონია
ეს წინასწარ რო ლიგაზე ლაპარაკობს ყველა უკვე ცუდია იუვეს ნახევარფინალამდე აქვს გზა
დარწმუნებული ხარ რო ნაპოლი ეცილება მე არა