ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ემპოლის აქებს..

ალეგრიმ ემპოლი შეაქო და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების დიდი მნიშვნელობა აქვს:

“წინასმატჩო პრეს-კონფერენციაზე უკვე ვთქვი, რომ აქ თამაში ყოველთვის რთულია.. ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ 10 წუთის შემდეგ დროებით სადღაც გავქრით და მეტოქემ იდეალურად ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით.

ემპოლი ქებას იმსახურებს, რადგან მათ კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.. ჩვენ პირველ ნახევარში მთელი რიგი პრობლემები გვქონდა, რადგან მეტოქე მხოლოდ ერთი ფორვარდით, ორი ტრეკუარტისტად და სამი გამოკვეთილი შუახაზელით გვეთამაშებოდა, რაც ბურთის სწრაც ცირკულაციას ხელს მნიშვნელოვნად უშლიდა.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად უნდა მიგვეღწია და ამ საღამოს საუბარი ლამაზ ან ცუდ თამაშზე არ იყო.. მთავარია შედეგი რომელსაც მივაღწიეთ!

პიანიჩი ნაკლებად მწვავე იყო დღეს და ამიტომაც ბენტანკური დავტოვე მინდორზე, რათა მეტოქის კონტრ-შეტევებს გამკლავებოდა. რუგანის ყოღაჩ, რომელიც კიელინის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე.. ჯორჯომ თავი შეუძლოდ იგრძნო და რისკის ქვეშ მისი ჯანმრთელობა აღარ დაგვიყენებია..

რონალდუ? მის მიერ გატანილი მეორე გოლი ფანტასტიკის სფეროდან იყო.. ასეთი ეპიზოდების გამოა ფეხბურთი საოცარი სპორტი, ხოლო კრიშტიანოს დარი ვარსკვლავები მას არნახულ სილამაზეს ჩუქნიან.

მოსაწყენი თამაში? ელემენტარულად შეხედეთ რა ხდება იტალიურ საფეხბურთო სკოლებში.. ადგილი აქვს უმეტესწილად თეორიას და მერწმუნეთ პატარები ფეხბურთიდან სიამოვნებას ვეღარ ღებულობენ.. უმჯობესია დრო მარტივ საქმეებს დავუთმოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x