უცნაური სიტუაცია სანდროსთან დაკავშირებით და მისი ალტერნატიული ვარიანტები
იუვენტუსი განაგრძობს მარცხენა ფლანგელების მიმართ დაკვირვებას:
ალექს სანდროსთან მიმართებაში სიტუაცია იმდენად უცნაურად გამოიყურება, რომ არაა გამორიცხული ბიანკონერი მას 2019 წლის ზაფხულს მართლაც შეელიოს..
მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს, მაგრამ კონსესუსის პოვნას ვერა და ვერ ახერხებენ..
ბრაზილიელის ამჟამინდელი ანაზღაურება 2.5 მილიონი ევროა და პარატიჩის შეთავაზებით რომელიც ძალაში 2023 წლამდე იქნება, მისი გასამჯელო 3 მილიონი ევრო გახდება..
ასეთი განვითარება კი სანდროსთვის მიუღებელია, რომელსაც მინიმუმ 5 მილიონის მიღება სურს..
ბიანკონერის თავის მხრივ ბრაზილიელი შეუცვლელ ფიგურად არ მიაჩნია და ამიტომაც ეძებს ბაზარზე შესაბამისდ კანდიდატებს..
ერთ-ერთი ასეთი დავიდ ალაბაა რომელიც ბაიერნში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს.. ერთ-ერთ ალტერნატივად კი იმავე ბაიერნის ექს მარცხენა ფლანგელი, რომელიც ამჟამად პსჟ-ში ირჯება ჟუან ბერნატია..
ნაღდად ტეხავს ამის გაშვება 4 რო მოილაპარაკონ მგონი ორივე მხარე კმაყოფილი იქნება
მე მგონი აგენი მარსელოს უმიზნებენ და მაგიტო აჭიანურებენ
ამის გაშვება 1.5 – 2 მილიონის გამო უაზრობაა,მაგრამ იავნად მოუკლო ბოლო ორი სეზონია ))
ისე მართლა ამათ შიგ ხო არა აქვთ, 3 მილიონს ასამოა იღებს ინტერში და ამას 4-5 მაინც არ უნდა შესთავაზონ?
აუ როგორც იქნა სახლში ვარ 1 თვეა განმეორებით ვუყურებ ამის დედაც

ძაან ცოტაა არ ვიცოდი ამდენს თუ იღებდა
ბევრია მარა 2 არ გაჩერდება ეგ გამორიცხულია
2,5 ნამდვილად ცოტაა. 4,5 მილიონი ბონუსებით ჯერჯერობით კარგი ხელფასი იქნება სანდროსთვის. ლიგის ფინალში გამარჯვების გოლის ასისტორად თუ მოგვევლინე მერე ვილაპარაკოთ მომატებაზე.

ვაახ, არ მინდა სანდროს წასვლა. ისე მეც ცოტა მეჩვენება 3 მილიონიანი შეთავაზება და სანდროს მითუმეტეს
იქნებ 4-ზე მორიგდნენ.