ალეგრი 4-3-3 უმიზნებს და შემდეგ შემადგენლობას..
გაძეტა დელა სპორტის მტკიცებით ალეგრი ხვალინდელ შეხვედრაში 4-3-3 ტაქტიკური მოდულით გეგმავს ასპარეზობას:
კარის დარაჯთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და აქ პროგნოზი ფაქტიურად 50-50-ზეა.. მცირედი უპირატესობა შეგვიძლია ამ ეტაპისთვის პირველ ნომერ შესნის მივანიჭოთ..
დაცვის ხაზში, მარჯვენა ფლანგზე დე შილიოს უნდა ველოდოთ რომელიც კანსელუს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.. მარცხენა ფლანგზე მართალია განაცხადში სპინაცოლა შეიყვანეს, მაგრამ იტალიელმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა, დიდი პერიოდი გაუცდა და ასე მალე სასტარტოში გამწესება მაქსის სტილი არ არის.. ამიტომაც ალექს სანდრო ჯერჯერობით უკონკურენტოა..
ნახევარდაცვაშიც, თუ გავითვალისწინეთ საკადრო პრობლემებს მაშინ ბენტანკურს, პიანიჩს და მატუიდის უნდა ველოდოთ.. ისე კი არ გამოვრიცხოთ მეცალაზე ბერნარდესკი, თუმცა ეს უფრო მოსაზრებაა და მეტი არაფერი..
რაც შეეხება წინა ხაზს, აქ ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია.. როგორც ოლდ ტრაფორდზე ვიხილეთ კუადრადო, რონალდუ, დიბალა სწორედ ამ ტრიოს ელიან იტალიელი მიმოხილველები ემპოლის წინააღმდეგაც.
კაი სტატია დევს დელპიეროს კარიერაზე, ვიაც არ გეზარებათ გადაიკითხეთ. მე მაგრა მესიამოვნა.
არ მეზარება მარა თუ არ გვეტყვი სად დევს გაგვიჭირდება.
წაუშლია ადმინს არც რცხვენია “მსოფლიო სპორტზე”
გაძეტა, რა 50/50? თქვა კაცმა პრესკონფერენციაზე, შესნი ითამაშებსო!
ალეგრი მხოლოდ სამი ქულა დღეს