ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტის შეფასებები

გთავაზობთ შეფასებებს, რომელიც გამომცემლობა ტუტოსპორტმა გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – გოლის დროს უძლური იყო.. სხვა მხრივ პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ საიმედოდ იასპარეზა.

დე შილიო – 6.5 – გრძელვადიანი პაუზის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება და უნდა ითქვას, რომ დაცვით ასპექტში კარგად გამოიყურებოდა.

რუგანი – 6 – მისთვის სასტარტოში ყოფნა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ოფიციალურ მონაცემებში კიელინის უნდა მიეღო ამ მატჩში მონაწილეობა. ბოლომდე იბრძოდა საკუთარი პოზიციისთვის და ურიგოდ არ უასპარეზია.

ბონუჩი – 6.5 – შეიძლება ითქვას, რომ კაპუტოზე 22 წუთზე კარგად გაშიფრა სიტუაცია.. სხვა მხრივაც მაღალი დონის ასპარეზობას აჩვენებდა.

ალექს სანდრო – 6 – ცდილობდა აქტიური ყოფილიყო, მაგრამ აკვა რომელიც მის ფლანგზე მიიწევდა რიგ შემთხვევებში უკეტავდა წინ წასვლის შანს.

ბენტანკური – 5.5 – პირველ ნახევარში საკუთარ თავს არ ჰგავდა.. ბევრი შეცდომა როგორც ბურთთან ყოფნისას ასევე პოზიციურად.. მეორე ტაიმში იპოვა საკუთარი ადგილი მწვრთნელის დახმარებით.

პიანიჩი – 6 – ისიც ნაკლებად ეფექტური იყო მანჩესტერული საღამოსგან განსხვავებით. მარტივ მოქმედებებშიც ცდებოდა, მაგრამ მძიმე სიტუაციაში გუნდის დაცვიდან ამოყვანაში მაინც ფუნდამენტურ როლს ასრულებდა..

მატუიდი – 6 – მძიმე სამუშაო დღე.. მეტოქე ხისტად თამაშობდა, მაგრამ ფრანგი მეორე ტაიმში პოულობს ცარიელ ზონებს და ეხმარება რონალდუს გოლის გატანაში..

ბერნარდესკი – 5.5 – უღიმღამო დაბრუნება სასტარტო შემადგენლობაში. არანაირი იდეა, არანაირი ინიციატივა.. ეს არ იყო ის ბერნარდესკი რომელიც სეზონის სტარტზე პროდუქტიულად მოქმედებდა.. ერთ ეპიზოდში მისი მხრიდან დაკარგული ბურთი რონალდუმ დაიბრუნა, თორე მეტოქე მწვავე კონტრ შეტევას ამზადებდა.

დიბალა – 7 – კაპიტანი რომელიც კარნახობდა გუნდის თამაშს, ტემპს და მოძრაობებს.. 11-იანი რომელიც რონალდუმ გოლად აქცია მისი დამსახურება.. პიანიჩის დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანაც არ უნდა დავივიწყოთ როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

რონალდუ – 8 – პირველი ტაიმი საშუალოზე აქვს ნათამაშები.. თუმცა მეორე 45 წუთში იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და გუნდი გამარჯვებისკენ ერთპიროვნულად მიყავს!

ალეგრი – 6.5 – იუნაიტედის შემდეგ მოშვება ლოგიკური იყო, მაგრამ ემპოლისთან პირველი ტაიმი უფრო მეტი იყო ვიდრე გულგრილი მიდგომა.. მხოლოდ შესვენების შემდეგ გამოფხილზდა გუნდი და ისიც ნაკლებად აზრიანად.. რონალდუს მეორე გოლის შემდეგ ემპოლის ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა, რადგან იუვე ძალზედ დაბნებული ირჯებოდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

კი ბატონო ახლა ლოგიკურია ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x