ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინგლისური მედია:”იუნაიტედი პოგბას მედიასთან ურთიერთობას უკრძალავს”

ინგლისური მედია საინტერესო ცნობებს აქვეყნებს პოლ პოგბასთან დაკავშირებით:

ფრანგ შუახაზელს იუნაიტედის ხელმძღვანელობამ აუკრძალა მედიასთან საუბარი მწვრთნელთან არსებული ცუდი ურთიერთობის თაობაზე.. ასევე სურვილზე, რომ გუნდი დატოვოს და კარიერა რომელიმე სხვა კლუბში განაგრძოს.

სიტუაცია როგორც ჩანს უკვე აუტანელი ხდება პოგბასთვის და კლუბები რომლებიც დაინტერესებულნი არიან მისი შეძენით, საკმაოდ ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას..

იუვენტუსი არ მალავს რომ სიამოვნებით დაიბრუნებდა ფრანგს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ბარსელონას, რეალის და პსჟ-ს მხრიდან წამოსული ინტერესიც.. მიუხედავად იმისა რომ არაერთი წყარო აცხადებს თითქოს პოგბას ყველაზე მეტად იუვეში სურს დაბრუნება, სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის რთულია რაიმეს პროგნოზირება, როდესაც შენი აგენტი მინო რაიოლაა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ღირს ძმაო ბევრი მიზეზის გამო! მე დაჟე მგონია, რო საქმე საქმეზე რო მიდგეს 100-ზე მეტსაც მოითხოვენ) კი აქვს რაღაც მინუსები, მარა სამაგიეროდ ძაან დიდი პოტენციალი აქვს. თან დაუშვად და თუ მერე ისევ გაყიდვა მოუწია, ისეთ თანხებზეა ეხლა უკვე ასული ტრანსფერები, რო დიდი ალბათობით კიდე უფრო ძვირად გაიყიდება) + კიდე უფრო აიწევს გუნდის ავტორიტეტი, სახელი, რეკლამა და რავი კაროჩე))

ტრიდე
ტრიდე
7 years ago

100 მილიონი ნამეტრია თუმცა არ იქნება ცუდი

7 years ago

პოგბა ძაან ძლიერია, მაგრამ რაღაც მაინც აკლია. სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ ახერხებს 1 მატჩის განმავლობაშიც კი. შეიძლება მაგრად თამაშობდეს და უცებ ისეთი ბავშვური შეცდომა დაუშვას რო გუნდი დაღუპოს. ვერ ჩამოყალიბდა სერიოზულ იგროკად და გუნდის ლიდერად, ისევ პერსპექტიული ბავშვის დონეზეა. ვერატის პონტშია. ამიტომ კარგი იქნება თუ დაბრუნდება, მაგრამ 100 მილიონის გადახდა ნაღდად არ ღირს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კი დაგვხატავდა ეს ოხერი!

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x