კალჩონიუსი:”პოგბას დაბრუნება სავსებით რეალურია”
კალჩონიუსი საინტერესო ცნობებს ავრცელებს:
იტალიური მედიის ცნობით პოლ პოგბას ტურინში დაბრუნება სავსებით რეალურია და ტურინელებს ამისთვის 70 მილიონიც გამზადებული აქვთ..
მანჩესტერში არეული სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგის საჭიროებაში უკვე დიდ აზრს ვეღარ ხედავენ, რასაც თავად ფრანგი შუახაზელიც გრძნობს..
შესაბამისად იგი ახლა სრულებითაც არაა წინააღმდეგ კარიერა იქ განაგრძოს, სადაც საოცარ სიმაღლეზე ავიდა და იდეალური ატმოსფერო ჰქონდა. იუვენტუსის ოლდ ტრაფორდზე ჩასვლამ კიდევ ერთხელ ყველას თვალნათლივ ანახა, თუ როგორი თბილი ურთიერთობა აქვს ფრანგს ბიანკონერის წევრებთან..
მეორეს მხრივ იტალიელებს ფრთხილად ყოფნა მოუწევთ, რადგან ბაზარზე მათ გარდა საქმეში ჩართვას ბარსელონა და პსჟ-ც გეგმავენ.. დიახ, შეიძლება პოგბას სურვილი ნათელია ტურინში დაბრუნებაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური ასპექტების დაკმაყოფილებაც.
დააბრუნეთ იანვარში თორე მერე მშვიდობით
თუ უნდა რომ ლიგა მოიგოს და ტიტულს ტიტული მიაყოლოს მაშინ მოეთრიოს დროზე აქ!
დააბრუნონ უნდა. აქ სხვანაირად ითამაშებს პოლი, რონალდოსთან და დიბალასთან იდეალური წყვილი იქნება.