ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ შესაძლოა ხამესი უკვე იანვარშივე გაიფორმოს

სატრანსფერო სიახლეებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს იუვე ზამთრის პერიოდში სერიოზული გარიგების გაფორმებას გეგმავს:

Sport Bild-ის მტკიცებით ჟორჟ მენდეში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბიანკონერის ხელმძღვანელობასთან კოლუმბიელი შემტევის თაობაზე..

მართალია ხამესით ინგლისური კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა სწორედ მენდეშის დამსახურებით აქვს იუვეს მცირედი უპირატესობა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბაიერნმა ფეხბურთელი რეალისგან ორ წლიანი არენდით შეიძინა, რომელიც გერმანელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. სეზონის ბოლოს მიუნჰენელებს მისი 32 მილიონად გამოსყიდვა შეუძლიათ, მაგრამ ამის გაკეთებას როგორც ჩანს არ გეგმავენ.

სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ეცდება ბიანკონერი და როდრიგესის თავისთან გადაბირებას.

საგულისხმოა, რომ 27 წლის შემტევმა წლევანდელ სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ანგარიშზე სამი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დავით4444
დავით4444
5 years ago

ჩემი აზრით იუვეს მეკარის და მწვრთნელის შეცვლის გარდა არაფერი უნდა .. ზიზუ მინდა მწვრთნელად და კარში ობლაკი

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

აი ვერაფერში ვერ დაგეთანხმები განსაკუთრებით მეკარეში ჩესნისც საკმაოდ მაგარია და პერინც არ გეწყინოს დავით

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

ვეთანხმები ტრიდეს არანაირი საჭიროება არაა მსგავსი ცვლილების ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე ასეა რა თქმა უნდა ობლაკი ძალიან მაგარი მეკარეა და ყოველთვის მინდოდა იუვეში მენახა რაც შეეხება მწვრთნელს ჩემი აზრით ბევრი ზიდანის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აღიქვამთ ლა ლიგაში რამე განსაკუთრებული არ გაუკეთებია 3-ჯერ მოგებულ ლიგის თასში პერესის მაფიოზობის მსაჯების მოსყიდვის და შესაბამისად რეალის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების და უეფას მოსყიდული და კორუმპირებული ჩინოვნიკების დამსახურება უფრო დიდია ვიდრე ზიდანის ბევრისათვის იდეალური ზიდანი ერთეულების დაწუნებულმა მაქსმა გააშეშა მშველელად კი მერე ისევ მსაჯი მოევლინა ბლანკოსს ახლა მწვრთნელის ცვლილება წარმატებას კი არ მოიტანს არამედ ლიგის თასს მინიმუმ 1 წლით დაგვაშორებს

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მე ყოველთვის მომწონდა მაგრამ სადაა ამისი ადგილი?ამ ფორმაციაში არამგონია.ნახევარდაცვაში რომბი რომ იყოს გამთამაშებად დადგებოდა,ფლანგები შევსებულია.საშუალო დონის ფორვარდი და საშუალო დონის ნახევარმცველი გვჭირდება .სხვამხრივ კლუბი მთლიანად დაკომპლექტებულია

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

სკამზე თუ გაჩერდება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x