ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი კლუბის მიზნებზე..

მირალემ პიანიჩს მაქს ალეგრის და სრულიად იუვენტუსის წევრის თუ ქომაგის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა არც სკუდეტოს ხელიდან გაშვებას გეგმავს:

“სკუდეტო ისეთი ჯილდოა, რომელიც მთელი წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოიპოვება.. შესაძლოა ვიღაც ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ბიანკონერისთვის ეს ადვილია, მაგრამ მერწმუნეთ ისინი ძალიან ცდებიან!

ნაპოლი მაგალითად ძალზედ ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, ხოლო ინტერს შესანიშნავი თავკაცი უდგას.. სპალეტის პირადად ვიცნობ და ვიცი რასაც ვიძახი.

შესაძლოა ნერიაძურის სტარტზე გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ შეხედეთ ახლა როგორ ფორმაში არიან.. ლაციოსთან მოგებამ ყველაფერს ხაზი ნათლად გაუსვა.

დარწმუნებული ვარ ორივე ეს კონკურენტი ჩემპიონატის ფინიშამდე გამოგვება.. ახლა ჯერ კიდევ დასაწყისია და საინტერესო ბრძოლას ველოდები..

ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ჩვენთვის, ხელმძღვანელობისთვის და ქომაგებისთვის ყველაზე სანუკვარი ჯილდოა. გუნდს კარგად ესმის საკუთარი პოტენციალის და სურს თითოეული ტურნირის მოგებას რომელშიც მონაწილეობას ღებულობს.

ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში იმდენად კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.. იმდენად ძლიერი რომ თავისუფლად შეგვიძლია ყველა ტიტულისთვის გავიწიოთ”.

1 thought on “პიანიჩი კლუბის მიზნებზე..

  1. ეგრე ასეთი განწყობით და მართლა შეგიძლიათ ყველაფრის მოგება შენ კიდე არ მჯერა რასაც თამაშობ იმეზე მეტი რო არ შეგიძლია ხარ კარგი მარა უნდა იყო სუპერი ყოველთვის ყველა თამაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.