ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარელა დაკვირვების ქვეშ არის – მაროტას დაწყებული საქმე

იტალიური მედია საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:

ჯუზეპე მაროტა უკვე აღარ არის იუვეში, მაგრამ როგორც ჩანს კლუბი მაინც ითვალისწინებს მის მიერ შემუშავებულ გეგმას გარკვეულ მოთამაშეებთან მიმართებაში.

ერთ-ერთი ასეთი კი როგორც ჩანს არის ნიკოლა ბარელა.. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი რომელსაც სამშობლოში მეორე ვერატიდ მიიჩნევენ..

საგულისხმოა, რომ შუახაზელმა კალიარისთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ეს უფრო მეტად კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად გააკეთა..

საორიენტაციოდ მისი საბაზრო ღირებულება ახლა 30-40 მილიონს შეადგენს, თუმცა რა იქნება სეზონის ბოლოს ჯერ არავინ იცის..

ტუტოსპორტის მტკიცებით ბარელა არ არის წინააღმდეგ კარიერის იუვეში გაგრძელებაზე და მას ტურინული ვარიანტი უფრო მოსწონს ვიდრე ინტერის ან ნაპოლის შეთავაზებები..

შესაბამისად დღევანდელი მატჩი ყველასათვის კარგი ტესტი იქნება.. ერთის მხრივ იუვეს მესვეურებისთვის, რომლებიც საქმეში ნახავენ ნიკოლას და თავისმხრივ ფეხბურთელისთვის, რომელიც იუვე არენის ატმოსფეროს კიდევ ერთხე ეზიარება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ხედირა ალბათ იმიტომ არ მოგწონთ რო ბურთს არ ღეჭავს და ყველას არ ატყუებს! უდიდესი ფეხბურთელია და იუვესთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეებს კლავს მოედანზე და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს თუ ალეგრის იუვე მოგწონს მაშინ ხედირას უნდა აფასებდე.მემგონი ეტყობა კიდეც იუვეს ნახევარდაცვას ხედირას გარეშე თამაში და ყველაზე მეტად მანიუსთან გამოჩნდა მეორე ტაიმში

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

გეთანხმები ძმაო რასაც ხედირაზე ამბობ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იუვესთვის დიდ საქმეს აკეთებს ლექსო ანთია მეგობარო თითქმის ყოველთვის ვიზიარებ შენ აზრს ხოლმე მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ხედირას მაგივრად თუნდაც ერერას ხილვა გინდა იუვეში მექმნება შთაბეჭდილება რომ ხედირას მიმართ სუბიექტური ანტიპათია გაქვს შესაძლოა ვცდები მაგრამ ობიექტურად ვფიქრობ ამ ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით და მიმაჩნია რომ ხესირა ერერას და მისი კალიბრის ფეხბურთელებს ძალიან აღემატება

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ერერა არის კარგი ვარიანტი ზამთარში,მანჩესტერი ყიდის მგონი.ხედირას ადგილას მაგარი იქნება,პიანიჩის დასვენებაც შეუძლია,მე ვფიქრობ კარგი ვარიანტია ერერა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x