ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი იუვეზე, საკუთარ მენტალიტეტსა და მიზნებზე..

ბიანკონერის ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი მისი გუნდის მენტალიტეტზე საუბრობს:

“ფეხბურთი ჩემთვის ყველაზე დიდი ემოცია, შიმშილი და სიამოვნებაა! უსაზღვროდ გამიმართლა, რომ იმ სფეროში ვარ რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა.. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს მიუღწეველი რჩება.

იუვენტუსი განსაკუთრებული კლუბია, რომლის მენტალიტეტი იყო ზუსტად ამდენი წლის მანძილზე წარმატების მთავარი საიდუმლო. შესაბამისად ამ პარამეტრების გათვალისწინებით იყო იუვენტუსის წევრი არის პატივი და ენით აუღწერელი ემოცია.

თავდაპირველად რთული იყო, რადგან ძირითად დროს მინდვრის მიღმა ვატარებდი.. მაგრამ მესმოდა, რომ დიდ გუნდში გადასვლა გარკვეულ მსხვერპლს და სწავლას მოითხოვდა. ეს გზა თითოეულმა იუვენტინომ გაიარა.. სწორედ ასე ხვდებოდნენ რა არის იუვენტუსის სამყარო!

მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ისეთი რამ შევიძინე და გამოვცადე, რამაც მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალება მომცა. საკუთარ მენტალიტეტზე მუშაობას არასოდეს შევაჩერებ, რადგან ამაში იმალება ფსიქოლოგიური უპირატესობის საიდუმლო.

ჩემი უნივერსალიზმი სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ფეხბურთელი ვალდებულია, ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე თამაში უნარი გააჩნდეს. ფაქტია, დღევანდელი ფეხბურთი უფრო მეტად ათლეტური და დინამიურია.

აუცილებელია მწვრთნელს და თანაგუნდელებს ვარირების საშუალება მისცე.. შესაბამისად კმაყოფილი ვარ, რომ ამის უნარი გამაჩნია. როდესაც ვერ აღწევ დასახულ მიზანს და სიტუაცია ნეგატიურად ვითარდება, აუცილებელია გარკვეული ქმედებები მარტივი გახადო.

სიტუაცია როდესაც ფეხბურთის გამო ვიტირე საკმაოდ ბევრი იყო და ვფიქრობ ეს ნორმალურია.. ეს სპორტი არის ცხოვრება და ზუსტად ისე განიცდი, როგორც სხვა მტკივნეულ საკითხებს..

მახსოვს როგორი მტკივნეული იყო 21 წლამდე ტურნირზე ესპანეთთან 1/2 ფინალში მარცხი.. დამიჯერეთ ეს ტურნირი ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.. მწარედ მახსენდება ანტონიოს კონტეს პერიოდში ევროპის ჩემპიონატზე გერმანელებთან წაგება.. და ბუნებრივია შვედებთან დაპირისპირება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

AdBlock დააყენე ბრაუზერზე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x