ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სავარაუდო სასტარტო

დღეს, თბილისის დროით 23:30-ზე იუვენტუსი შინ კალიარის დაუპირისპირდება:

გაძეტა დელა სპორტი და ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს გვთავაზობენ, სადაც პრინციპში უნდა ითქვას რომ მოულოდნელი არაფერია..

მაქსმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზევე განაცხადა, რომ გუნდს ამ შეხვედრაში ბერნარდესკი და კიელინი ვერ დაეხმარებოდნენ.. კარში კი შესნი იდგებოდა.. შესაბამისად შეგვიძლია პირდაპირ მცველებზე გადავიდეთ..

კანსელუ და ბონუჩი თავად მაქსმა დაასახელა, მათ გარდა გამომცემლობები სასტარტოში ბენატიას და დე შილიოს მოიაზრებენ..

ნახევარდაცვის ხაზში ბენტანკური, პიანიჩი და მატუიდი შეეცდებიან მეტოქისთვის პრობლემების შექმნას.. საგულისხმოა, რომ მათგან ერთ-ერთი ჩვენთვის ფრიად საინტერესო ფიგურაა.. საუბარი ბარელაზეა, რომელსაც ამ შეხვედრაში აქტიურად დააკვირდებიან ბიანკონერის სკაუტები.

თავდასხმის ხაზში ველოდებით სუპერ მარიოს დაბრუნებას.. ხორვატმა ტრავმა მოიშუშა და მზად არის გუნდისთვის საჭირო ენერგია მოიტანოს. მის გარდა რონალდუ თავად მაქსმა დაანონსა და ხოლო დიბალას გამოჩენა უფრო რეალურია, ვიდრე კოშტასი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

კიელინი უალტერნატივო კაპიტანია და არ განიხილება,საერთოდ რას ვერ აფასებ?შეუცვლელია გადამწყვეტ თამაშებში,მის გარეშე გრანდის დამარცხება ძალიან უჭირს გუნდს და ასაკშია თან,ყველა თამაშს ვერ ითამაშებს,მალდინი კაპიტანი იყო მილანის და ბოლო 10 წელი ყოველმეორე თამაშს ტოვებდა რომ ძალები დაეზოგა.კიელინი მსოფლიოში საუკეთესო მცველია დღეს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

რა კარგი კოშტა და როგორ აურია :(

რ ე ა ლ ი ს ტ ი

კიელო კი იმსახურებს ლაპიტნობას მაგრამ ეს ვერ გავიგე. ყველა გუნდში კაპიტანი არის თითქმის შეუცვლელი ფიგურა რომელიც 100 მატჩიდან მინიმუმ 80 ს მაინც ტამაშობს მაგრამ ამ კიელოსი ვერაფერი გავიგე,ტიპი კაპიტანია და 10 მატჩიდან 1 ს თუ ტამაშობს დანარჩენი ან ისვენებს ან ტრავმიანობს. ბიჭებო თქვენ გაგიგიათ ასეთი კაპიტანი?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ალბათ მოედნის გარეც კაპიტნობს გუნდს თუ ალეგრი არ არის იქ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x