ტუტოსპორტის შეფასებები
გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:
შესნი – 6 – მისი ქულა და თამაში უფრო დადებითად შეფასდებოდა, რომ არა გოლი რომელიც ჟოაო პედრომ გაიტანა.. პავოლეტის თავდაპირველი ეპიზოდი უდაოდ გამოსარჩევია და აქ შესნიმ საიმედოდ იასპარეზა.
კანსელუ – 6 – არ იყო ისეთივე შთამბეჭდავი როგორც უწინდებურ მატჩებში. ჟოაო პედროს წინააღმდეგ ხისტად ნამდვილად არ ასპარეზობდა.
ბომუჩი – 6.5 – საიმედოა და ავსებს სიცარიელს როდესაც იუვეს დაცვაში ამ ყველაფერს აქვს ადგილი. იყო გარკვეული რისკები თავდაპირველად პავოლეტისგან, მაგრამ ჯამში ყველაფერი რიგზეა.
ბენატია – 7 – პავოლეტის ეპიზოდი გაიხსენეთ, როდესაც ანგარიში შეიძლებოდა საყაიმო გამხდარიყო.. თავდაჯერებული და ზუსტია. საუკეთესოა ამ საღამოს დაცვის ხაზელებიდან.
დე შილიო – 6.5 – მიმდინარე სეზონში შესაძლოა შეტევაში არ არის შთამბეჭდავი, მაგრამ ძალზედ საიმედოა დაცვით ფუნქციებში. მისი ფლანგიდან რაიმე ხიფათი კალიარის ამ საღამოს ნამდვილად არ გაუკეთებია.

ბენტანკური – 7.5 – ქულა რომელიც მან ამ შეხვედრაში დაიმსახურა, ზუსტად ასახავს მის პროგრეს.. საიმედოა, ზუსტია და რიგ ეპიზოდებში მოულოდნელიც კი.. მაგრამ 90 წუთის განამვლობაში ყოველთვის გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეუძლია მეტი.. რომ რაღაც აკლია და უნდა დაამატოს..
პიანიჩი – 6.5 – საიმედოა როგორც ჩაჭრებში, ასევე პირველ გადაცემაში.. დაღლილობა შეეტყო და მაქსმა მანჩესტერული ორთაბრძოლისთვის შემოინახა.
მატუიდი – 6.5 – როდესაც ფორვარდები ბლეზს აძლევენ წინ წასვლის საშუალებას იგი ეფექტურად ერთვება და ეხმარება გუნდს ბურთის სწრაფ მანევრირებაში.

კოშტა – 7 – ზუსტია.. დიახ, ზუსტი! არცერთი ზედმეტი მოძრაობა, ყველაფერი დინჯად და აკადემიურად. შარშანდელი შეცდომები წარსულს ჩაბარდა. მოედანს გადაღლილობის გამო ტოვებს და მისი მდგომარეობა ლიგის მატჩისთვის უახლოეს პერიოდში შეფასდება.
კუადრადო (პირველი ტაიმის დასრულებისთანავ გამოდის) – 7 – კრიშტიანოს გადაცემას იდეალურად იყენებს.. სხვა მხრივ კი კეტავს მატჩს და ინარჩუნებს შეტევაში მაღალ ტემპს.
დიბალა – 7.5 – მატჩი ხეირიანად არ დაწყებულა და არგენტინელი უკვე გოლს აღნიშნავდა. კარგად ურთიერთქმედებდა რონალდუსთან და მუდამ ცდილობდა გუნდისთვის პროდუქტიულობის შენარჩუნებას.
რონალდუ – 7.5 – არ ჩერდება.. ეძებს თავისუფალ სივრცეებს და როდესაც მონახავს, ცდილობს ბურთი რაც შეიძლება ძლიერად კარისკენ გაუშვას.. მეკარე, ძელი.. არ გაუმართლა, მაგრამ მეორე ტაიმში აძლევს საგოლე გადაცემას კუადრადოს და იწყებს არაერთ სახიფათო იერიშს.
ალეგრი – 7 – იწყებს 4-3-3 კოშტა, რონალდუ და დიბალათი, ხოლო შემდეგ შემოყავს კუადრადო და გადადის 4-4-2-ზე.. მომენტალურად ერთვება იუვე ამ მატჩში და ეს დიდწილად სწორედ მაქსის დამსახურებაა.
რაც მთავარია დიბალა მომწეონს მაგარი მომატებული აქვს
რას ერჩით ამ დუგლასას კაცი ამდენი ხნის უთამაშებელი იყო მშვენივრად ითამაშა 1 ტაიმი.გარღვევა გოლი გავიდა ბურთს არ კაერგავდა და აქტიურობდა ეხლა მარტო ვერ მოუგებდა მთელ გუნდს
ალეგრი მაინც … ხარ))
კოშტას 7იანი )) ტუტოსპორტი თავის სტიქიაშია.