ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევროპული გრანდები ჩემპიონთა ლიგის გაუქმებას და ახალი ტურნირის შექმნას აპირებენ

გერმანული გამომცემლობა შპიგელი საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:

16 ევროპული გრანდი უეფას ზურგს უკან ერთმანეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ახალი სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით. არავისთვის არის ახალი, რომ მთავარი გრანდებისთვის ეს იდეა დიდი ხანია უკვე რაც მთავარ საფიქრალად არის გამხდარი.

საუბარი ეხებოდა ასევე საკუთარი ნაციონალური ჩემპიონატების დატოვებასა და ახალ გათამაშებაში გადასვლასთან. არსებულ ფორმატზე ამ ეტაპზე თანახმანი არიან იუვენტუსი, რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი, ჩელსი, არსენალი, პსჟ, ლივერპული და მილანი..

მათი მოსაზრებით ჩემპიონატი უნდა შედგებოდეს 16 გუნდიანი ფორმატით და ტრადიციულ ორ წრედ წარიმართოს.. პირველ სეზონზე სტუმრის სტატუსით მიწვეული იქნება 5 გუნდი და სხვათაშორის ამ კლუბების ვინაობაც ცნობილია: ინტერი, რომა, მარსელი, ატლეტიკო და დორტმუნდის ბორუსია..

ერთი სიტყვით ამ კლუბებს 2021 წლისთვის სურთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ერთხელ და სამუდამოდ გაუქმება.. მის ნაცვლად კი უფრო ფართო მაშტაბიანი გათამაშების შექმნა.

სიტუაცია საინტერესოდ ვითარდება და როგორც შპიგელი იტყობინება, უმოკლეს პერიოდში ამ მოლაპარაკებების სხვა დეტალებსაც გააჟღერებს.. ასევე არის საუბარი გარკვეულ მაქინაციებზე უეფას მონაწილეობით და კერძოდ ბრალს ჯანი ინფანტინოს დებენ, რომელიც ფიფას პრეზიდენტამდე სწორედ ევროპული საფეხბურთო გუნდის რიგებში შედიოდა.

6 thoughts on “ევროპული გრანდები ჩემპიონთა ლიგის გაუქმებას და ახალი ტურნირის შექმნას აპირებენ

  1. მაგ კალენდარს და სისტემას რო თავი დავანებოთ, არ არის კარგი ფეხბურთისთვის! რაგბს დაემსგავსება. დიდი გუნდები თავისზე სუსტებს რო არ ეთამაშებიან თითქმის არასდროს

  2. 11 გუნდი იქნება მუდმივი, დანარჩენებს შეცვლიან ხოლმე. მაგრამ აი იმ გუნდებმა ქვეყნის ჩემპიონატში მერე როგორ უნდა ითამაშონ?

  3. არა სისულელია, ვთქვათ გაბანძდა მილანი კიდევ უფრო მეტად, მაინც ჩემპიონატში იქნება რაღაც იდოტურად,, და იქეთ სიტიმ რაც არ უნდა ქნას ვერ შევა მანდ?? და ჩემპიონატს რო რომა დატოვებს 1 წლის მერე ააბრუნებენ სერია ა ში??? იდიოტობაა და მეტი არაფერიი..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.