ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტის შეფასებები

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 5.5 – ძალიან რთულია მატას სტანდარტულ სიტუაციაში მისი დადანაშაულება.. მაგრამ ავტოგოლის დროს მისი ბრალეულობა ცალსახად ნათელია.. არასწორად ტოვებს კარს, რის გამოც იუვენტუსი შინაურ კედლებში მარცხდება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კარგი რეაქცია ჰქონდა რეშფორდის დარტყმულზე, მაგრამ საერთო ჯამში ეს არც აღარაფერს ცვლიდა.

დე შილიო – 6 – მისი ასპარეზობა არის საიმედო. შესაძლოა მწვავედ არ უტევს, მაგრამ დაცვის კუთხით საკმაოდ დიდ ყურადღებას იჩენდა თითოეული ეპიზოდის მიმართ. მოედანზე სანამ იყო შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფლანგიდან პრობლემა არ შექმნილა.

ბონუჩი – 6.5 – უშეცდომოდ ირჯება.. აკეთებს საოცარ გადაცემას რონალდუზე გოლის ეპიზოდში და ანეიტრალებს მეტოქის თითოეულ ჩანაფიქრს.. თუმცა, ჰარვარდის პოტენციურ ლექტორს უმთავრდება ჯადოსნობის ელექსირი და ვეღარ ახერხებს იუვეს გადარჩენას.

კიელინი – 6 – პრინციპში იგივე რაც ზემოთ, მაგრამ ლინგარდის ეპიზოდი არ უნდა დავივიწყოთ.. ვნახოთ როგორ აღიდგენს ჯორჯო ფორმას.

ალექს სანდრო – 5.5 – მძიმე ბრძოლა ლინგარდთან.. ვერ უტევს ეფექტურად და ბოლოს ავტოგოლიც.. თუმცა, მისი ბრალი ამაში საერთოდ არაა.. ცუდ დროს და ცუდ ადგილას მოხვდა..

კუადრადო – 6 – საკმარისია რომ სიჩქარე ჩართოს და იუვესთვის მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ისეთ შეცდომებს უშვებს, რითაც ქომაგების მხრიდან იმედგაცრუებას იწვევს.

პიანიჩი – 6 – თამაშობს სწრაფად და ცდილობს ბურთის სწარ მოძრაობას შეუწყოს ხელი.. უხეში შეცდომების გარეშე, მაგრამ დაახლოებით 80 წუთი გრძელდებოდა ასე.

ხედირა – 6.5 – საკუთარი მაღალი საფეხბურთო ინტელექტით, პოგბას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.. იდეალური შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ბენტანკური – 6 – საერთო შეცდომა რომ არა შეგვეძლებოდა გეთქვა, რომ მისი პროგრესი ამ მატჩშიც გაგრძელდებოდა.

დიბალა – 7 – ნახევარდაცვის და თავდასხმის შორის ფაქტიურად ხიდის ფუნქციას ასრულებდა.. ცდილობდა შეენარჩუნებინა მაღალი ტემპი.. ასპარეზობდა ტექნიკურად და ელეგანტურად.. გამოსარჩევია მისი დარტყმა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

რონალდუ – 7.5 – პორტუგალიელმა მოახერხა ლიგაზე იუვეს მაისურით გოლის გატანა.. ახლა ეცდება მისი გოლები გადამწყვეტი გახადოს და ბიანკონერის ევრო მიზნები უფრო ნათლად გამოხატოს.

ალეგრი – 5 – ჯენოასთან მატჩის გამოძახილი.. მაქს მოუწევს გარკვეული კორექტირებების შეტანა, რომელიც თამაშის ხარისხიდან გამომდინარე უკვე აუცილებელია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რაც შეეხება შესნის კარგი მეკარეა მაგრამ არა საიმედო!

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რას ერჩით ალეგრის ვერ ვხვდები,ჩემი აზრით მწვრთნელი თი საიმედო გყავს არ უნდა შეცვალო.ალეგრიმ ლიგა თუ მოიგო ისე დაფასდება როგორც თავის დროზე კაპელო ანჩე და ლიპი დაფასდა უდიდესებში შევა რომლის ყოლაზე უარს არცერთი გრანდი არ იტყვის! FOრცა იUVE!

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

აჰა პატარა გოლების ვიდეო ჩვენს კაპიტანზე
https://youtu.be/nJg87r1bFKY

maradona73
5 years ago

ფიხცელ რაფერ ხარ ძმაო, გენაცვალე ჯიგარში და გულში!

ვირტუალურად გიცნობ, მაგრამ ვიცი რომ მაგარი კაცი ხარ. ცოტა სულს მოვითქვამ სამსახურადან და ერთი შეკრებას დავაანონსებ, სადაც ვეცდევი მთელი ხარჯები გავიღო, ყველანი დაგპატიჟოთ ვისთანაც ასეთი ვირტუალური და არავირტუალური კავშირი მაქვს იუვეს ბალელშიკებთან.
:forza: :juvee:

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago
Reply to  maradona73

გენაცვალე მარადონა, ეაზეა საუბარი ძმაო შევიკრიბოთ და ჩავუფინოთ კარგ ხალხთან ქეიფს რა სჯობს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

იუვენტუსის წყობა კვირას: 4-4-2
მილანის წყობა კვირას: 2-3-1 :chuvak:
11/11-ზეც ფავორიტი იუვე იყო მარა მაინც :chuvak:

არასდროს არავის შეგეხედოთ მილანის ლაზარეთში :lool:

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

აუ ეს რა წავიკითხე რომაო :lool: :lool: :lool: :lool: რა რომა რის რომა ხოარ მეღადავებით რომაზე ტიტულოვანი ჯენოა და ტორინო არიან :lool: :lool: კუანა ცეესკას მოუგეს და ტიპები რა დღეში არიან :lool: :lool: რეალმა რომ უშანსოდ ააწევინა ფეხები მაშინ არ იყო რომა ?

maradona73
5 years ago

რანაირი ქართველები ხართ, რანაირი იუვენტინოები :lool:

პ.ს. არ გეწყინოთ ბიჭებო, ვხუმრობ თქვენ გენაცვალეთ :givi:

maradona73
5 years ago

მე უკვე სადღეგრძელოც ვთქვი და youtube-ზე მისი კლიპებიც ვნახე :c: :mrgreen: :juvee:

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago
Reply to  maradona73

აჰა პატარა გოლების ვიდეო ჩვენს კაპიტანზე
https://youtu.be/nJg87r1bFKY

maradona73
5 years ago

ალეს დაბადების დღეა დღეს, ნუთუ არავის გაგახსენდათ …

რ ე ა ლ ი ს ტ ი

სტურარო სადაა ლეგენდარული სტურარო? კარიერა ხომ არ დაასრულა?

5 years ago

რატო ხართ ასე რადიკალურად განწყობილები ვერ ვხვდები, მითუმეტეს ალეგრის მიმართ. როგორ წარმოგიდგენიათ რო გუნდმა სეზონში ყველა თამაში მოიგოს? წელს იუვემ სადაც არ უნდა წააგოს ყველაფერზე კრიტიკას დაატრიალებთ, არადათქვენც ხო ხვდებით რო კიდე რამდენიმე თამაშს წააგებენ. მთავარია გადამწყვეტი მომენტისთვის მოემზადოს გუნდი. და ექსპერიმენტები რომლებიც თქვენ არ მოგწონთ ზუსტად მაგ მომენტისთვის მზადებაა. მეც მინდა და დარწმუნებული ვარ ალეგრისაც უნდა რო კანსელომ ითამაშოს ყველა თამაში და არა დეშილიომ მაგრამ თქვენც ხო ხვდებით რო შეუძლებელია. ექსპერიმენტების გარეშე და სულ ერთიდაიგივე ტაქტიკით კონტე თამაშობს და მოვიყვანოთ მაშინ და ვუბალეშიკოთ წაგების გარეშე ჩატარებულ სერია -ას და ეგაა. ყველაფერი კარგად არის და ესეთი ჩამოძინებები ჯობიას ეხლა გავიაროთ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to 

5 წელია რაც გუნდს წვრთნის და რა ვერ ჩამოყალიბდა როდის უნდა შეუტიოს და როდის რა ქნას)) 1 წაგება არ წყვეთს არაფერს კი ბატონო და თან 99% მაინც პირველი ადგილიდან გავალთ ამ ჯგუფიდან, მაგრამ მერამდენედ შეიძლება რო ერთი და იგივე იდიოტობა აკეთოს. თან ისტორიული პრინციპული მეტოქეა ბოლოს და ბოლოს და რაღა აქ უნდა ეთამაშებინა დე შილიო და ბარძალი, როცა სერია-აში არ ათამაშებს წესიერად. კალიარისთან რო წაგვეგო და აქ მოგვეგო, იმას ყველა ეგრევე დაივიწყებდა და ამ თამაშზე წლები ილაპარაკებენ ისეთი აფსურდი თამაში წააგო! ამაშია საქმე, თორე სეზონში ერთხელ და ორჯერ ყველა აგებს. არა და თამაშობს გუნდი და ეს იმენა უკან ექაჩება რაა

5 years ago

“თამშობს გუნდი” კარგად თქვი :)) ზუსტად ალეგრის დამსახურებაა გუნდი რო თამაშობს :)) თორე მოვიყვანოთ კონტე და ვნახავთ უკან დახევა რასაც ნიშნავს.

ჩემი პირადი მოსაზრებაა რო ის შედეგი რაც იუვემ აჩვენა ალეგრის ხელში მისი პირადი დამსახურებაა და ვერცერთი მწვრთნელი ამ შედეგს ვერ დადებდა, გავკადნუიერდები და იმასაც დავამატებ რო ვერც ზიდანი :)) რომელიც ასე ძაან გვინდა რო მოვიდეს.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to 

როცა უკან არ ექაჩება მაშინ თამაშობს)) და სულ იმას გაიძახის ძიების პროცესში ვარო და რა ვერ მოძებნა დალოცვილმა ამდენი ხანი)) ეს როტაცია გასაგებია, რო საჭიროა, მაგრამ ესე უადგილოდ და ამ დოზით უკე თვითონაც იხლართება თავის “გენიალურ” სქემებში) მე ვაფასებ ალეგრის მთლიანობაში. შეასრულა თავის როლი იუვეში, ისევე როგორც კონტემ თავის დროზე არანაკლებ დიდი როლი შეასრულა, მარა ბოლოს დაეწყო კრიზისი და სწორი იყო რო წავიდა. ალეგრისაც უკვე ეგ პერიოდი უდგას. რომც მოიგოს ლიგა წელს, მაინც მგონია რო ამოწურა თავი და უეჭველი წავა სეზონის ბოლოს! ეს არ ნიშნავს იმას, რო ბანძი მწვრთნელია. რაღაც ახალი ჭირდება გუნდს. ლიპი წავიდა ბოლო-ბოლო თავის დროზე და გვარდიოლა… Read more »

ტრიდე
ტრიდე
5 years ago
Reply to 

ის გუნდი რომელიც ყველა თამაშს იგებს თუ არის ასეთი ვერსდროს გაიგებს გამარჯვები გემოს მაგრამ არის წაგება და ძალით წაგება მე ვერ დამაჯრებს ვერავინ რო იუვემ დარჩენილ დროში წააგო რო არა ალეგრი მანჩესტერთან მოგებული თამაში და თუ ძმაო შენ გჯერა რო ეს თამაში მართლა იუვემ წააგო ცოტა უცნაურია

Giampiero Boniperti
5 years ago

შესნი არაა ცუდი მეკარე. ხელმძღვანელობამ თავიდანვე გასაგებად თქვა რომ 1 არის შესნი და 2-ე პერინი. მატიამაც იცოდა რაზე მიდიოდა და მაინც გააფორმა კონტრაქტი. მაგ ჯარიმა ძალიან რთული ასაღები იყო ყველა მეკარისთვის და გამოსვლას რაც შეეხება ბუფონსაც ჰქონდა ხოლმე ეგეთი “გამონათებები”. შესნის აქვს თავდაჯერებულობა, გაწონასწორებულია და კარში როცა დგას მაინცადამაინც არ ვნერვიულობ ხოლმე. არამგონია ხელმძვანელობამ ასე რადიკალურად შეცვალოს შესნის “გადაყენება”, მაგრამ პერინიც იმსახურებს შანსს ევროპაშიც აჩვენოს თავისი ძალები. ძალიან ჩაგრავს უკვე ალეგრი.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გეთანხმები, რო მთლიანობაში ნაღდად არ არის ცუდი მეკარე, მარა ეგეთი ჯარიმა უნდა აეღო! ნაღდად არ იყო იდეალური დარტყმული. დააკვირდი, დარტყმის მომენტში მეორე მხარეს დგავს ნაბიჯს და მაგიტომ ვეღარ წვდება, თორე სწორი პოზიცია რო ქონოდა ვაფშე ხელში უნდა დაეჭირა ეგ ბურთი) და მეორე გოლის დროსაც ვერ იყო მთლად დამაჯერებელი

Giampiero Boniperti
5 years ago

შეიძლება ეგრეც ითქვას, მაგრამ სანამ პერინსაც არ ვნახავთ საქმეში, მანამდე შედარების გაკეთება არ მინდა

Giampiero Boniperti
5 years ago

ფორზა რომა

კარგა ხანია რომაზე ცუდი აღარავის უთქვამს, რაც ანგარიშასაწევი ძალა გახდა ევროპაში ეს ბოლო წლებია. მე იასნა ყველაზე მეტად იუვეს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მერე რომას, ნაპოლის და თუნდაც მილანის ფანი ვხდები ევროპაში თუ აქვთ თამაშები. საძმაკაცო იუვეს, მილანს და შავ-ლურჯი ვირებს ბალეშIკობს და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რომაზეც. კარგა ხანია მინდოდა მეთქვა და მალადეც რომას, მაინც მაგრად დგას ნაინგოლანის და ალისონის წასვლის მერე. თან სულ ახალი სასტავით, ღლაპებით დაკომპლექტებული. მწრთვნელის დამსახურებაცაა ეგ. მისი წყალობით სტაბილურობა შეიძინა გუნდმა ასე თუ ისე. მალე ახალ სტადიონიც მომელოცოს და იუვეს ღირსეული მოწინაამდეგეებიც გამხდარიყავით აქაც და ევროპაშიც. კარგ კონკურენტთან მოგებას უფრო აქვს გემო. :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მემგონი დროა შესნი სკამზე დაეგდოს და პერინის მიეცეს შანსი. ოსპინას ზამენა ბუფონის შემცვლელი ვერ იქნება )))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მილანთან მშვიდად იყავით ძმებო. გატუზო ალეგრიზე …ა)) რომც მოინდომოს მაინც ვერ წააგებს))

maradona73
5 years ago

უი, ალეგრის მოიკითხვა დამავიწყდა დღეს, კეთილი სურვილებით სხვა გუნში, დავიღალე მაზოხიზმით … მეტად აღარ დავწვრილმანდები დღეს :mrgreen:

ფორზა რომა
ფორზა რომა
5 years ago

ეეს იუვეს გულშემატკივრები რომას დაცინვის და ლანძღვის მეტს რომ არაფერს არა აკეთEბთ მაგიტომაც გაედო იუვეს სამარცხვინო მანჩესტერთან წაააგო…იტალიური გუნდებიდან მარტო რომამ მოიგო და ერთხელ მაინც დაგცდეთ რომაზე 1 კაი სიტყვა ბოლო ბოლო იტალიაას ასახელებს და ეუროპაზე 2 წელია ამაყად დგას რომას და ეს დასაფასებელიაა

maradona73
5 years ago

ვაახ ჩემიიიიიიიიი, რას არ წაიკითხავ :lool:

maradona73
5 years ago
Reply to  maradona73

მერე ვინ აგინებს რომას, ან რაომ უნდა ვაქებდეთ განსაკუტრებით რომას, რა თემა გააჯღერე ვაბშე?

კი კაი გუნდია რომა მაგრამ ვაფშემ არსაიდან მოტანილი თემ ადახეთქე ძმაო რა.

რა რომა რის რომა, მეორედ რომ გახვალთ ნახევარფინალში მერე შეგიძლია შეგვახენო ეს თემა ჯიგარო, მანამდე კარგად. :c: :up:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago
Reply to  maradona73

მარადონა გაატარე უკომენტაროდ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მილანთან წაგება არც მე არ მინდა, მაგრამ რა შუაშია აქ მილანი? მილანთან უბრალოდ კალენდარული შეხვედრა გვაქვს რომლის მოგებაც გვჭირდება სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე და არა ისე თითქოს ლიგის ნახევარფინალი იყოს

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

იმ შვაში რო მილანთან იუვენტუსი არ წააგებს არც იუვეს წაუგია მანცესტერთან ალეგრიმმ წააგო და როგორ თვითონ ვერ ხვდება აბა ამიტო მაშინებს მე ალეგრი რამე იდიოტობას ხო არ მოფიქრებს კიდე მილანთან ალეგრი მაგარი ტრენერია მარა როგოც ჩანს ხანდახან ტვინი უჩერდება

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

შეგხვდებით მანჩესტერ კიდე ალეგრი შენ კი რით ვერ გაიგე რო თამაში 90 წუთია იმედია მილანთან ასეთ იდიოტობას არ იჩალილებ აქ წაგებას გაპატიებ რადგან გახვალ ჯგუფიდან მაინც აი მილანთან წაგებას ვერ გაპატიებ თუნდაც ამხანუგურ თამაშსი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კეილორ ნავასი მინდა იუვეში გაა*მევინონ შესნის…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ერთი მეოთხედფინალში გააღწიონ როგორღაც და ნეტა მერე შეგვხდეს კიდე რაა. ძაან მომეშალა ნერვები. ეს … მოურინიო მართლა თავის მოგებული რო გონია თამაში)) უნდა გადააბა ეგ და ალეგრი ერთმანეთს…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კვადრადოსთან რა გინდათ სანამ თავის პოზიციაზე თაამაშობდა მშვენიერი იყო მერე რო გადაწია მცველად ზომბმა იქ ვეღარ ითამაშა…

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

რა მინდა და ცარიელკარში ბურთი უნდა მოარტყას, კაცი მოატყუოს და საგოლე პასები არიგოს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

5 წელია ერთი და იგივე მესმის შეცდომების გამოსწორება,კორექტირება და მაინც ერთი და იგივე მეორდება. ოცნების რიტორიკას დაემსგავსა რა იმენა ალეგრი, მხოლოდ ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკი საქმეზე რომ მიდგება იგივე 1-0 და მერე ჩაჯმა. ბიჭო მთელმა დუნიამ გაიგო და დაამუღამა რომ იუვესთვის გოლის გატანის ერთადერთ შანსი არის სტანდარტულები და ეს ქლიავები მაინცდამაინც საჯარიმოებთან ჯარიამდებიან სრულიად უაზროდ .

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

კუადრადო ბოლო 10-15 წუთი მეტის ღირსი არაა ცა და დედამიწასავით განსხვავდება იუვეს თამაში კოშტას და კვადრადოს თამაშის დროს

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x