ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ”

იუვენტუსის შემტევი კრიშტიანო რონალდუ გუშინდელ მატჩზე საუბრობს:

“ჩემპიონთა ლიგა უნიკალური ტურნირია.. მატჩის მიმდინარეობისას შესაძლოა იმარჯვებდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მოდუნდე და სადავეები ხელიდან გაგექცეს. 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით მეტოქეზე, მაგრამ მცირეოდენმა მოდუნებამ მძიმე შედეგი გამოიღო.

იუნაიტედმა საერთოდ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებინა მოეპოვებინა.. საუბარი იღბალზე არის უადგილო, რადგან ამისთვისაც კი საჭიროა რაიმე მოიმოქმედო.. ახლა კი უბრალოდ ავდექით და შედეგი ვაჩუქეთ!

არ ღირს დადარდიანება ამაზე, რადგან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჯერ კიდევ პირველ პოზიციას ვინარჩუნებთ.

გასახდელში შესვლისას ვნახე გოლი და ვერ ვიტყვი რომ რაღაც ზე ფანტასტიური იყო.. უბრალოდ კარგი მოძრაობა გავაკეთე და ბურთს ფეხი მთელი ძალით დავარტყი.. გოლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული.. სამი თუ ოთხი ბურთით უნდა მოგვეგო..

იუნაიტედს მთელი მატჩის განმავლობაში, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი რომ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია.. მხოლოდ ორი ეპიზოდი ჰქონდათ სტანდარტულიდან.. ინგლისში დიდი დრო მაქვს გატარებული და ვიცი როგორ ელოდებიან ბრიტანელები ასეთ შანსებს.

ჩვენ ვაცნობიერებთ შეცდომებს, რომლებიც დავუშვით და განვაგრძობთ მათ აღმოსაფხვრელად მუშაობას.

ჯერ საკმაოდ ადრეა იმაზე საუბარი რამდენად შორს გეგმავს ეს იუვენტუსი გასვლას.. აუცილებელია მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვეთ. დიახ, მესმის რომ ხალხს, კლუბს მთელი გულით სურთ ამ ტიტულის დაუფლება, მაგრამ აჩქარება დაუშვებელია..

ბრწყინვალე გუნდი გვყავს, გამორჩეული სპეციალისტით და განსაკუთრებული ქომაგებით! წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

zidani unda movides liga tu gvinda alegris nabiji ver gvishvelis imitom rom araaq bolo abiji

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x