ტურინელები ლილის ფორვარდით დაინტერესდნენ
სპორტმედიასეტის მტკიცებით ბიანკონერი ლილის 23 წლის ფორვარდით დაინტერესდა:
ნიკოლა პეპემ მიმდინარე სეზონში, 13 შეხვედრაში 8 გოლის და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო..
დღეისათვის მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს და თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, ბიანკონერი გეგმავს ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას.
ბუნებრივია ფორვარდის შედეგიანობა უყურადღებოდ არც სხვა გრანდებს დარჩენიათ და როგორც ირკვევა ნიკოლათი ამ ეტაპზე რომა, ბარსელონა და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან.