ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”სათადარიგოზე დარჩენა ჩემთვისაც უცნაური იყო”

ლეონარდო ბონუჩი გაკვირვებული დარჩა მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რომელმაც იგი სათადარიგოთა შორის დატოვა:

“სიმართლე გითხრათ თავადვე დავრჩი გაკვირვებული, როდესაც სასტარტო შემადგენლობის სია წავიკითხე და იქ ჩემი გვარი არ ფიგურირებდა.. ვინც მიცნობს იციან, რომ ასეთი დონის შეხვედრა დამატებით მოტივაციას მძენს და სწორედ შემდეგ ვახდენ საკუთარი თავის სრულ დემონსტრირებას.

მეორეს მხრივ ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, რომელიც როტაციას საკმაოდ ხშირად ახორციელებს. ზედიზედ 9 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა.. არ იქნებოდა ცუდი ეს ციფრი 10-ც ყოფილიყო და 11-ც, თუმცა მთავარია ძალების სწორი გადანაწილება მოვახდინოთ.

წინ არც მეტი არც ნაკლები 60 შეხვედრა გველის, ხოლო იუვენტუსის რიგებში უდაოდ მაღალი დონის მცველები ასპარეზობენ და კონკურენცია შესაშურად მაღალია. გულით და სულით მსურდა მინდორზე ყოფნა, მაგრამ გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.

ვფიქრობ, ყველას კარგად ესმის ზაფხულში რაც მოხდა.. ჩემი პრიორიტეტი იყო შინ დაბრუნება.. ტურინი და იუვენტუსი ჩემი სახლია.. ოჯახი აქ თავს შესანიშნავად გრძნობს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x