შესნი გონსალოზე, მატჩზე და მწვრთნელის მხრიდან გამოხატულ ნდობაზე
გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ტურინელთა რიგებიდან უდაოდ არის ვოიცეხ შესნი, რომელმაც გონსალო იგუაინის 11-იანის მოგერიება მოახერხა:
“გონსალოს კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ როგორ ურტყამს 11-იანებს.. თუმცა, ისიც ძალიან კარგად მიცნობს და იცის თუ როგორი რეაქცია მაქვს. ვიცოდი, რომ დაბალს და ძლიერს გაუშვებდა.. შესაბამისად ინტუიციამ არ მიღალატა და გამიმართლა!
ზუსტად ის თამაში ვითამაშეთ, რაც საჭირო იყო კონკრეტულად ამ შეხვედრის მოსაგებად.. გავიტანეთ სწრაფი გოლი, რის შემდეგაც თამაშის ტემპი დავაგდეთ და სრულად ვაკონტროლეთ მიმდინარე პროცესი.
ეს ჩემი პირველი წელია იუვეს სასტარტო მეკარის ამპლუაში და მესაჭიროება რაც შეიძლება მეტჯერ მინდორზე გასვლა, რათა მცველებთან კონტაქტი კარგად დავამყარო.
მწვრთნელი ჩემს მიმართ დიდ ნდობას იჩენს, რაც თავდაჯერებულობას მატებს.. მატეა პერინი ტოპ დონის მეკარეა და მისი აქ ყოფნა, დამატებით მოტივაციას მძენს.
ასეთი დაცვის უკან თამაში ნიშნავს იმას, რომ შენ ბევრ გოლს არ გაუშვებ, მაგრამ აუცილებელია მთელი 90 წუთის მანძილზე კონცენტრირება შეინარჩუნო..”