ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილის მატჩისშემდგომი კომენტარი

შეშლილი დარწმუნებული იყო რომ საკუთარი შეგირდებისგან კარგ ფეხბურთს იხილავდა:

ჩვენ მივიღეთ იუნაიტედთან მარცხი და დღევანდელ დაპირისპირებას სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ.

ინგლისელებთან მარცხი ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ ბიჭები მომენტალურად წავიდნენ შეტევაში და ერთადერთხელ დაუშვეს შეცდომა, როდესაც 11-იანი დაინიშნა.. ეს იყო პირველი და ბოლო ეპიზოდი როდესაც სანდრომ და მატუიდიმ ჩამოსვლა დააგვიანეს.

სატურნირო თვალსაზრისით ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი, რადგან ინტერთან ქულათა სხვაობა 9-მდე გაიზარდა, ხოლო ნაპოლისთან 6-მდე..

აუცილებელია შორიდან ხშირად ვურტყავდეთ, რათა მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინოთ. მეორე ნახევარში უფრო უკეთ გამოვიყურებოდით და დაცვის კუთხით ფაქტიურად უკომპრიმოსინო ვიყავით.

შეტევაში დიბალასთან, მანჯუკიჩთან და რონალდუსთან ერთად, შესაძლოა ნაკლებად სტრუქტურულნი ვართ, მაგრამ მეტოქისთვის ეს წყობა ძალზედ პრობლემატურია, რადგან იგი ვერ ახერხებს საჭირო დონეზე ჩამოყალიბებას.

ვიცოდით, რომ დიდ პრობლემებს შევუქმნიდით მეორე სართულზე და ამიტომაც განხორციელდა ბევრი ჩაწოდება მათ საჯარიმოში.. სანდრომ ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა მანჯუკიჩზე.. მის თვისებებს ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა ვიყენებდეთ.

რონალდუ არა ტიპიური ცენტრ-ფორვარდია, მაგრამ მაინც ცენტრ-ფორვარდია..

ბონუჩი დღეს სათადარიგო სკამზე იმიტომ დარჩა, რომ მცირეოდენი ამოსუნთქვა ესაჭიროებოდა.. ბოლო ხანებში მას ბევრი თამაში მოუწია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x