ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა მილანში იბრას და პოგბას ტრანსფერებზე მოლაპარაკებებს გამართავს

მინო რაიოლა ახლა მილანში იმყოფება სადაც როსონერის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე აწარმოებს:

იტალიური ჟურნალისტების მტკიცებით საქმე მხოლოდ მილანსა და იბრაში არ არის.. უახლოეს ხანებში პოპულარული საფეხბურთო აგენტი იუვენტუსის მესვეურებსაც შეხვდება, სადაც საქმე პოლ პოგბას ტურინში დაბრუნებას შეეხება.

იბრას კონტრაქტზე ორიოდე სიტყვით.. გამომდინარე იქიდან, რომ 37 წლის ფორვარდი მლს-ში ირჯება და ახლა იქ გარკვეულ ხნიანი შესვენება გამოცხადება, შვედს აქვს საშუალება რამდენიმე თვით სხვა გუნდის მაისური მოირგოს..

იბრას 18 თვიანი კონტრაქტის გაფორმების იმედი აქვს, მაშინ როდესაც იტალიელები მხოლოდ 6-ზე არიან თანახმანი.. თუ მხარეები კომპრომის მიაღწევენ, მაშინ სერია ა-ში კიდევ ერთი ვარსკვლავი გადაბარგდება.

პოგბასთან დაკავშირებით სიტუაცია ბურუსით მოცულია.. ფეხბურთელის გარემოცვის მტკიცებით მას ძალიან უნდა ტურინში დაბრუნება, მაგრამ იუნაიტედი და მოურინიო ამის საშუალებას კონტრაქტის ამოწურვამდე არ მიცემენ.. მას აეკრძალა პრესასთან ამ თემაზე საუბარი და ფაქტიურად სპორტულ ტყვეობაში იმყოფება.

მეორეს მხრივ მის ინტერესებს რაიოლა იცავს, რომელიც კლიენტის ნება სურვილიდან აპირებს მოქმედებას.. მილანში იგი პარატიჩის შეხვდება, რომელთანაც დეტალურად გაივლის ყველა საკითხს.. საქმე რთულად მოგვარებად სახეს ღებულობს, მაგრამ ფაბიო ანიელის თანხმობით აპირებს მოქმედებას და შესაბამისად მზად არის სირთულეებს გაუმკლავდეს.

არ არის გამორიცხული ამ შეხვედრაზე ასევე გადაწყდეს მოიზეს კინის ბედიც.. ახლა იგი ტურინშია და ძირითადად სათადარიგოთა სკამის ხეხვით არის დაკავებული.. ახალგაზრდა ფორვარდისთვის პრაქტიკა აუცილებელია და ტურინი მზად არის ფეხბურთელის არენდით გაშვებას დათანხმდეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

ეს ის არ არის რომ არა უსამართლობა ახლა 3 ოქროს ბურთი რომ უნდა ქონოდა? )))))))))
Stefano Sturaro’s Sporting CP adventure could be over before it even begins with a January return to Juventus.

The 25-year-old midfielder moved on loan in August, but struggled with muscular problems and is still waiting to make his first appearance of the season.

According to Portuguese paper A Bola, Sporting are ready to give up on Sturaro and interrupt the one-year loan early.

If Sporting were to keep Sturaro, it’s likely Juventus will pay for him to stay in Portugal, at least for the moment.

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

პოგბა კი არა თუ არის რაიმე შანსი სავიჩი უნდა იყიდონ პოგბას დაბრუნებას კი ჯობს ვიდალი დააბრუნონ ისევ სულ რამდენიმე დღის წინ იწერებოდა ამაზე ვიდალის მსგავსი კაციჭამია გვჭირდება ცენტრში

Bianconeri.10
5 years ago

მეთქი პოგბას მილანში გადასვლაზეთქო და ძაან ბევრ ვიცინე სანამ წავკითხე )))))))))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ზამთრის სატრანსფეროზე თუ პოგბა მოიყვანეს ძაან მაგარი იქნება არადა მართლა გვინდა პიანიჩის გვერდით ისეთი მახასიათებლების მოთამაშე როგორიც პოგბაა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x