ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა, რაიოლა, იუვენტუსის სამკუთხედი..

საინტერესო დეტალებს ახმაურებს იტალიური მედია:

პოლ პოგბამ მინო რაიოლას კონკრეტული მითითება მისცა:”ტურინში დაბრუნება მინდა!”..

მოურინიოსთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, სიტუაცია იუნაიტედის შიგნით ოდნავ დასტაბილურდა, რადგან მინომ ფეხბურთელს სიმშვიდისკენ მოუწოდა.. მისი თქმით ახლა ბუნტის ატეხვა მის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებდა და უმჯობესია სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ტემპერატურა დაიწიოს..

ტემპერატურამაც დაიწია და ვნებათაღელვა იუნაიტედის ბაზაზე აღარ იმ დოზით უდაოდ აღარ შეიმჩნევა.. რაიოლა კი ამასობაში ტურინში იუვეს მესვეურებს შეხვდა, მაგრამ მისი საუბრის თემა უპირველესყოვლისა იყო მოიზეს კინის და დე მატიას დე ლიხტის მომავალი..

საუბარი პოლს რომ შეეხებოდა ამას ზედმეტი საუბარი არ ჭირდება, მაგრამ თავის მხივ იუვესაც კარგად ესმის რომ ფრანგის უკან დაბრუნება საკმაოდ ძვირი დაუჯდება.. სატრანსფერო ღირებულების კუთხით არაა გამორიცხული ეს იყო რეკორდული გარიგებაც, რადგან წითელი ეშმაკები მსოფლიო ჩემპიონს მინიმუმ 130 მილიონად აფასებენ და რთულად წარმოსადგენია რაც არ უნდა იბრძოლონ პოგბამ, მისმა აგენტმა ან ოჯახმა რაიმეს მიაღწიონ უფრო დაბალ თანხად..

არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მოურინიოს ტურინელთა არაერთი მოთამაშე მოწონს.. მაგალითად ალექს სანდრო ან პაულო დიბალა.. ხუან კუადრადო ან მედჰი ბენატია.. შესაძლებელია კონკრეტული ვარიანტის გამოყენება, რითაც პოლის ღირებულებას რამდენიმე ათეული მილიონით მაინც შეამცირებს..

ერთი სიტყვით სიტუაცია რთულად შესრულებადია, მაგრამ მხარეები დინჯად იქცევიან და თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ გადაწყვეტილების მიღწევისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ბენატია, ხედირა და მაქსიმუმ დუგლას კოშტა. არ მემეტება დუგლასი, მარა პოგბას სანაცვლოდ შეილება რო შეელიო. სანდრო და დიბალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩართონ!

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ისე ხედირა და ბენატია რომ შესთავაზონ + 70 ლიმონი მემგონი ურიგო არ იქნება ერთი სიტყვით მომდევნო სეზონიდან
გავუშვათ – ხედირა, ბენატია, კვადრადო, ბარძალი
მოვიყვანოთ – დე ლიგტი, პოგბა, კიეზა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x