ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Dalla Francia:”რაბიო 10 მილიონად..”

ფრიად საინტერესო ცნობებს აქვეყნებს Dalla Francia:

პოპულარული ფრანგული გამომცემლობის მტკიცებით ადრიენ რაბიოს პსჟ-ში ყოფნა სულ მალე დასასრულს მიუახლოვდება..

ნახევარმცველსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებები როგორც ჩანს ჩიხში შედის და იგი არ აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას..

შესაბამისად იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, როგორც ზემოთხსენებული წყარო გვეუბნება მის მსურველ კლუბს სულ რაღაც 10 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება ფეხბურთელის ხელში ჩაგდება..

გამონაკლისი ამ შემთხვევაში იქნება, მხოლოდ ბარსელონა.. თუ კი რაბიო კარიერის გაგრძელებას კატალონიურ გრანდში განაგრძობს, მაშინ ფასი რადიკალურად განსხვავებული იქნება.. როგორც ჩანს პარიზელებს მწარედ ახსოვთ ბარსასთან დაპირისპირებები და მათთვის რაიმე სახის ფასდაკლებებების გაკეთებს არ გეგმავენ..

აი პარატიჩისთვის კი ეს “Black Friday”-ს სტილის აქცია აშკარად საინტერესოა და იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ ბიანკონერი მზადაა გააქტიურდეს აღნიშნულ ტრანსფერზე..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რავი ნუ 10 ლიმონი იაფია და ცუდი ფეხბურთელი არ არის, მარა დიდი ტალანტი და მომავალში ამაზე გუნდის აწყობაც დიდი ვერაფერი პერსპექტივაა)

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x