დიბალა ნაკრებზე, ბაიერნზე და იუვეში მიმდინარე პროცესებზე
ბიანკონერის 10-იანი პაულო დიბალა იუვეში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
“ბედნიერი ვარ, როგორც იქნა მოვახერხე გოლის გატან ნაკრების მაისურითაც..
სკალონი? ჩინებული ურთიერთობა გვაქვს.. რაც მთავარია გვაერთიანებს სურვილი, რომ არგენტინის ნაკრებს ძირძველი დიდება დავუბრუნოთ.
ბაიერნი? ბოლო პერიოდში ხშირად მოვისმინე თითქოს ჩემს შეძენას გერმანული კლუბი ცდილობდა და უფრო მეტიც, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულიც კი არის.. ეს სრული სისულელეა!
იუვენტუსში მიმდინარე პროცესებით ბედნიერი ვარ. ატმოსფერო რომელიც ტურინში სუფევს საოცარია და წინ დიდებული გზა გველოდება”.