მენდეში იუვეს მესვეურებს შეხვდა და მორიგი ფეხბურთელი შეთავაზა
ჟორჟ მენდეში ფაბიო პარატიჩის და ანდრეა ანიელის შეხვდა:
მხარეებმა საქმიანი ურთიერთობის გახანგრძლივებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს..
ამავე შეხვედრაზე პოპულარულმა აგენტმა ბიანკონერის მორიგი ფეხბურთელი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეთავაზა..
საუბარი ეხება ვულვერჰემპტონში მყოფ რუბენ ნევეშზე.. ამპლუით ნახევარმცველი დღეისათვის არის 21 წლის და სამი სეზონის მანძილზე პორტოში ირჯებოდა.. ასევე ნათამაშები აქვს პორტუგალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში და დღეისათვის ერთ-ერთ პრესპექტიულ შუახაზელად ითვლება.